
Google პერიოდულად ანახლებს თავისი მობილური ოპ. სისტემის ვერსიების გავრცელების სტატისტიკას, რომელიც 7 დღიანი მონიტორინგის შედეგად დგება PlayStore-ზე მიმართვებზე დაყრდნობით. როგორც მონაცემებიდან ჩანს Cupcake, Donut, Eclair და Honeycomb უკვე არ ღებს ამ შედეგებში მონაწილეობას, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ უკვე. რა თქმა უნდა არსებობენ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ბოლო ვერსიის PlayServices-თან დაკავშირება, რადგანაც Google-მა შეწყვიტა მათი მხარდაჭერა.

Android-ის უძველესი ვერსია, რომელიც ამ სიაში მოხვდა არის Froyo (2.2) და ის საერთო ბაზრის 0.7 % შეადდენს. ასევე დრამატულად დაეცა Gingerbread-ის წილიც რომელიც 11.4 პროცენტს შეადგენს წინა თვის 13.6-თან შედარებით.
Ice Cream Sandwich-ის წილიც კლებულობს და მისი რაოდენობა ახლა არი 9.6 % წინა თვის 10.6 %-თან შედარებით. ბოლო მონაცემებით Jelly Bean ის მოხმარებაც შემცირდა 54.2-დან 53.8 პროცენტამდე
KitKat-ის წილი ერთადერთია, რომელიც ამ თვეში იზრდება და მან უკვე 24.5 % შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მეტი მომხმარებელი ყიდულობს ამ ვერსიამდე განახლებულ სმარტფონებსა და პლანშტებს, ასევე ბევრმა ვენდორმა თავისი მიმდინარე მოწყობილობებისთვის ავტომატური განახლებებიც გამოუშვა.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ: Android Developer Dashboard
