დღეისათვის იმდენ რამეს ვხედავთ ტელევიზორსა თუ ფილმებში, რომ რთულია ვინმემ გაგვაოცოს კომპიუტერული გრაფიკით. მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გადის დამატებით კილომეტრებს, რათა შექმნას რაღაც განსაკუთრებული ძველი სკოლის ტექნოლოგიების გამოყენებით. ბენდმა Brunettes Shoot Blondes ახალი სინგლისთვის Knock Knock შექმნა ანიმაციური ვიდეო, რომელიც დახტუნავს 14 სხვადასხვა მოწყობილობას (iPhone-ებს, აიპადებსა და აიპოდებს) შორის. გადაღებულია გენიალურად სინქრონიზებული პერფომანსის თანხლებით.

თვითონ ანიმაცია შექმნილია კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ კარგადაა დალაგებული iPhone-ში, iPad-სა და iPod-ში ანიმაციური პერსონაჟისა თუ ობიექტის გამოჩენა და გადახტომა ერთი ეკრანიდან მეორეში. ესაა სწორედ ის მომენტი, როდესაც რეალური პერფომანსი მიმდინარეობს. არ არის ცნობილი დაახლოებით რამდენი გადაღება გახდა საჭირო საბოლოო ვერსიის მისაღებად, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან ბევრი მცდელობა გახდა აუცილებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.