ორი საპატენტო განაცხადის მიხედვით, რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა, Apple იკვლვეს iOS-ში დამატებითი რეალობის დანერგვის საშუალებებს, იმისთვის, რომ მომხმარებლი უზრუნველყოს მონაცემებით მათ გარემოზე, მათ შორის; ადგილმდებარეობა, კომერციული ობიექტები და ასევე სპეციალური რეჟიმი, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შენობების ინტერიერის დათვალიერების საშუალებას (X-Ray Vision).
კომპანიამ ამერიკის საპატენტო ბიუროში შეიტანა ორი განაცხადი, „მობილური მოწყობილობის ინტეგრირებული პოზიციონირება“ და „მობილური მოწყობილობის რეალური პოზიციის და გარემოს მოდელის ერთმანეთისთვის მისადაგება“, რომლებშიც, დამატებითი რეალობის მოწინავე გადაწყვეტილებებია აღწერილი, iPhone-ის კამერის დახმარებით. გაჯეტში ჩამონტაჟებული სენსორების და მობილური კავშირის მეშვეობით მოხდება გარემოსთვის ინფორმაციის დამატება რეალურ დროში.
პირველ პროექტში GPS-ის, Wi-Fi-ის, სენსორების და სხვა არხების მონაცემები გამოიყენება მომხმარებლის ადგილმდებარეობის დასადგენად. აგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, აპლიკაცია ჩატვირტავს გარემოს სამგანზომილებიან მოდელს, უახლოესი შენობების და ღირშესანიშნაობების გრაფიკულ მონაცემებთან ერთად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრაფიკის და რეალობის შეთავსება ჯერ კიდიევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწორედ ამის გამო პროცესში ჩართულია კამერა, რომელიც იღებს ვიდეოს და იძლევა გარემოს ამოცნობის საშუალებას. მიღებული სამგანზომილებიანი სურათის მანიპულირება შესაძლებელია უბრალო ჟესტების მეშვეობით, ეს კი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური სიზუსტე. ამას გარდა მოხმარებლებს შეეძლებათ ვირტუალური ბრძანებების შეყვანა, მაგალითად: „მარცხნივ“ და „მარჯვნივ“, იმისთვის, რომ გამოსახულება მაქსიმალურად დაემთხვეს რეალობას და ეს მოხდეს ხელების გამოყენების გარეშე. ( ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება მაგალითად მანქანის მართვისას)
კიდევ ერთი სცენარის მიხედვით მომხმარებელს შეუძლია უშუალოდ მოდელებთან ურთიერთქმედება, არა სენსორული ეკრენის გამოყენებით, არამედ ჟესტების მეშვეობით კამერის წინ, რომელიც წაიკითხავს მოძრაობას და მიუსადაგებს ვირტუალურ გარემოს ბრძანებების შესაბამისად. ამისათვის აუცილებელია ობიექტების ამომცნობი ტექნოლოგია, რაზეც კომპანია მუშაობს, რაც შეეხება Apple, მის შესახებ ამ კუთხით რაიმე მონაცემები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ასევე განაცხადიდან ჩანს, რომ სისტემას შეუძლია არა მხოლოდ ოთახზე მორგება, არამედ ისეთი ნივთების კომპენსაციაც რომლებიც შესაძლოა გადაადგილდეს, იმისთვის, რომ მოდელი ზუსტად შეესაბამებოდეს გარემოს. ამის შემდეგ პროგრამა ეკრანზე გამოაჩენს სხვადასხვა საჭირო მონაცემს: მაგალთად, iPhone-ის მფლობელი, რომელიც მოგზაურობს მისთვის უცხო ადგილებში, დამატებით რეალობაში შეძლებს გაიგოს შენობის ნომრები და მისამართები, შეიტყოს ინფორმაცია უახლოესი კომპანიების შესახებ და ამას გარდა ის შეძლებს სახლებს მოაცილოს კედლები იმისათვის რომ დაათვალიეროს მისი ინტერიერი.
ე.წ “X-Ray Vision” ფუნქცია დეტალურად აღწერილი დოკუმენტებში არ იყო, აღნიშნულია მხოლოდ ერთი რამ; შენობების ინტერიერის შესახებ მონაცემები უნდა ინახებოდეს განცალკევებულ სერვერებზე.
Apple-მა ასევე აღნიშნა ღრუბლოვანი კალიბრაცია ავტომატიზირებული და მარკერების მიხედვით პოზიციონირებისათვის, რომლებიც გამოიყენებენ უნიკალურ მახასიათებლებს ან რეალური ობიექტების პატერნებს, კომპიუტერული მოდელის უფრო მაღალი სიზუსტისთვის.
თუ რომელ ვერსიაში გამოჩნდება აღნიშნული სიახლეები ჯერ-ჯერობით უცნობია.
წყარო: Appleinsider