WWF-ის (გარეული ბუნების მსოფლიო ფონდი „ცოცხალი პლანეტა“) ბოლო მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან მსოფლიოში გარეული ცხოველების რიცხვი განახევრდა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიების და თევზების რაოდენობა საშუალოდ 52 პროცენტით შემცირდა, მტკნარი წყლების სახეობებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 76 პროცენტი (ნაგავი და წარმოების ნარჩენები, ყველაზე მეტად ვნებს მდინარეებს და ტბებს). ეს ციფრები ანალიტიკოსებმა მიიღეს 10 380 პოპულაციის 3038 ხერხემლიანი სახეობის შესწავლის შედეგად.
ამ შედეგების მიზეზად მეცნიერები ასახელებენ ადამიანის მოქმედებებს, პირველ რიგში კი ნადირობას, ბრაკონიერობას, ტყეების გაჩეხვას და ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილის განადგურებას. ყველაზე უარესი მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებშია მაგალთად, ლათინურ ამერიკაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ცხოველების 84 პროცენტი გაქრა.
„ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რადგან ვიცით, თუ რატომ ვკარგავთ ცხოველებს – მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს განადგურების გამო. ასევე ვიცით, რაშია პრობლემა და ვიცით თუ რაში მდგომარეობს მისი გადაჭრის გზა. აუცილებელია პოლიტიკური ნება, იმისთვის რომ კლიმატის გლობალური შეთანხმება, ასევე საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეპყროთ ბუნებრივ რესურსებს“, – განაცხადა მაიკ ბერეტმა, ფონდის დირექტორმა მეცნიერების კუთხით.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7sjf5b4IHx0#t=70[/youtube]
ადამიანთა დასახლებულობის შესახებ მონაცემები და მომავალი გათვლები. ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ბმული .
წყარო: WWF


