ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა (ESA), მიიღეს ზონდ Rosetta-ის მონაცემები, ანალიზისა და დამუშავების შემდეგ კი გამოაშკარავდა კომეტის ბირთვის გამოსახულებები ისეთი გაფართოებით, რომელსაც თანამედროვე ანალოგი არ გააჩნია. ამის შესახებ განცხადება გავრცელდა მაქს პლანკის სახელობის სამეცნიერო კვლევების საზოგადოების საიტზე.
სპეციალისტებმა კომეტის ფოტოები მიიღეს დანადგარი OSIRIS-დან, რომელიც დამონტაჟებულია ზონდნზე. მათი დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს 67p-ს მთელი ზედაპირის კლასიფიცირება, შესაბამისად მათ უკვე გააჩნიათ ამ კოსმოსური სხეულის ერთგვარი „რუკა“.
კომეტის ბირთვის გარეგანი სახე მეცნიერებმა დაყვეს ზონებად, თითოეულ მათგანს აერთიანებს გეომეტრიული ლანდშაფტის მსგავსება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ქვები, ძალიან დიდი ზომის ლოდები, გრძელი არხები, კრატერები და სხვა ტიპის სტრუქტურები, რომლების ანალოგიც არსებობს დედამიწაზე.
მიღებული სურათები მეცნიერებს ორი რამისთვის სჭირდებათ. ერთის მხრივ, ისინი შეძლებენ მზესთან მიახლოების პროცესში კომეტის ბირთვის ევოლუციის დაკვირვებას, მეორეს მხრივ ექსპერტები აგრძელებენ ზონდ Philae-ის დაჯდომის ადგილის შერჩევას.
კოსმოსური აპარატები Rosetta და Philae განკუთვნილია კომეტა 67P-ის აგებულების და ევოლუციის შესწავლისთვის. პროექტის კოორდინირებას ახდენს ESA (European Space Agency) NASA-ის და რიგი სხვა ოგანიზაციების მხარდაჭერით.
წყარო: Lenta


