კოსმოსური ხომალდი Dragon SpaseX უერთდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ამის შესახებ იტყობინება NASA თავის ოფიციალურ საიტზე.
ხომალდმა სადგურის ბორტზე ჩაიტანა 2216 კილოგრამი სასარგებლო ტვირთი: პროვიზია, მოწყობილობები და ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები. სადგურზე ასევე განთავსდა ISS-RapidScat და უახლესი სამგანზომილებიანი სკანერი.
ISS-RapidScat-ის განთავსება იგეგმება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე მხარეზე. ის განკუთვნილია ოკეანის ქარებზე დაკვირვებისთვის, შედეგად მისი საშუალებით მოახდენენ ამინდისა და ქარიშხლის პროგნოზირებას. ISS-RapidScat აწყობილია პასადენაში რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში.
ხომალდი Dragon გაუშვეს 2014 წლის 21 სექტემბერს 1:52 საათზე ფლორიდიის მისე კანევალის კოსმოდრომიდან. მისი გაგზავნა რაკეტა-მატარებელი Falcon-9-ის მეშვეობით მოხდა.
მისიის დასასრულს 1486 კილოგრამი ტვირთით აღნიშნული აპარატი საერთაშორისო სადგურიდან ჩაეშვება წყნარ ოკეანეში. დედამიწაზე ის ჩამოიტანს სამეცნიერო კვლევების შედეგებს, რომელიც ჩატარდა კოსმოსში, ასევე იმ მოწყობილობებს, რომლებიც შემოწმდება დედამიწაზე.
Dragon-ის და რაკეტა-მატარებლის Falcon-9-ის მწარმოებელი კერძო ამერიკული კომპანია SpaceX-ია. ეს უკვე ამ კომპანიის მეოთხე ხომალდია, რომელიც აფრინდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან. სადგურზე ჯამში 8 სატვირთო ხომალდის გაშვებაა დაგეგმილი.
SpaceX და Boeing-თან სექტემბერში NASA-იმ გააფორმა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი, პილოტირებული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდების ასაშენებლად.
წყარო: NASA

