androidone-1

Google-მა დიდი ხნის დანაპირები შეასრულა და ბიუჯეტური მოწყობილობების ბაზარზეც შემოვიდა, რომელთა ფუნქციონალიც შეიძლება მიუახლოვდეს საშუალო კლასის სმარტფონებს. Android One პლატფორმაზე რამოდენიმე სმარტფონი წარმოადგინეს რომელთა ფასიც 100 დოლარის ფარგლებშია და ტექნიკური მონაცემებიც საკმაოდ მისაღები აქვს.

პრეზენტაცია ინდოეთში გაიმართა და შესაბამისად წარმოდგენილი იყო გაჯეტები, რომლებიც თავიდან ლოკალურ ბაზარზე გაიყიდება მხოლოდ Micromax, Spice და Karbon-ის მეშვეობით. მოწყობილობების მონაცემები თავისთავად საინტერესოა: 4,5 დიუმიანი ეკრანი, 1 გბ ოპერატიული, 1,3 გჰც 4-ბირთვიანი პროცესორი, microSD ბარათების სლოტი, ორი სიმ ბარათი, WiFi/Bluetooth და FM-რადიო.

წარმოდგენილი სმარტფონები მუშაობენ სუფთა საოპერაციო სისტემაზე, რომელიც არ არის შეცვლილი კავშირის ოპერატორების მიერ. ამიტომაც საოპერციო სისტემის განახლებას Google განახორციელებს დამოუკიდებლად, რაც გამორიცხავს იმ მომენტს, როცა უმარავი სმარტფონი Android-ის უძველეს ვერსიაზე დარჩა მწარმოებლის მიერ მისადმი ინტერესის დაკარგვის შემდეგ.

andoidone

მსგავსი რამ არა მხოლოდ ბიუჯეტურ სეგმენტს ახასიათებს, ფლაგმანებიც აღმოჩენილან მსგავს მდგომარეობაში (HTC Desire HD, Sony Xperia Play და სხვები) ზოგიერთი კომპანია ახალი მოდელის გამოსვლიდან ნახევარ წელში უკვე წყვეტს წინამორბედის განახლებებს, რითაც სრულიად ფუნქციონალურ მოწყობილობას განახლების პერსპექტივას უკლავენ.

ახლა სუფთა Android წარმოდგენილია მხოლოდ Nexus და გაჯეტების Google Play ვერსიებში, რომლებიც Google-ის მიერ ავტომატურად იღებს განახლებებს ყოველ ახალ ვერსიამდე.

ინდოეთის შემდეგ Google სამხრეთ აზიის ქვეყნებში გეგმას შესვლას, მათ შორის ინდონეზიასა და ფილიპინებში.

საინტერესოა გამოჩნდება თუ არა ის საქართველოში ჩინური ნაგვის ნაცვლად, რომელიც აპარატული ხარისხითაც და პროგრამული უზრუნველყოფით ყველა სტანდარტზე დაბლა დგას, მაგრამ მაინც იყიდება 🙂

http://www.youtube.com/watch?v=X7UPR9z3OV8

Android One

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.