chrome-ext

Google Drive მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ დოკუმენტები, ფოტოები, ელექტრონული ცხრილები და აქვს მილიონობით პატარ-პატარა გზები გაგიუმჯობესოს ყოველდღიური აქტივობები. ის, ასევე, სასარგებლო ონლაინ საწყობია იმ მასალის შესანახად, რომლის ადგილიც კომპიუტერში არ გაქვს.

გინდა იცოდე როგორ გაზარდო მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო? გადმოწერე ეს ექვსი დახვეწილი Chrome-ის გაფართოება, რომლებიც გთავაზობს უნიკალურ და მოხერხებულ ფუნქციებს.

1. Fogpad

fogpad

 

თუ გინდა შეინახო შენი დოკუმენტები იმდენად დაცულად, რამდენადაც შესაძლებელია, სცადე Fogpad. ეს უფასო გაფართოება იცავს დოკუმენტს დაზიანებისგან და ასევე, გთავაზობს დაიცვა ისინი საკუთარი პაროლებით.

2. შეინახე Google Drive-ში

save

როგორც სახელი გვეუბნება, სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეინახოს ვებ-კონტენტი ან ბრაუზერის სკრინშოტები პირდაპირ თავის Drive ექაუნთში. როდესაც ნახავ ლინკს ან სურათს, რომელიც მოგწონს, შეგიძლია უბრალოდ მარჯვენა ღილაკით დააკლიკო მას და გამოჩნდება ოპცია “Save Image to Google Drive”.

3. შეინახე ტექსტი Google Drive-ში

savetext

კიდევ ერთი გაფართოება პირდაპირი სახელით. ეს საშუალებას გაძლევს შეინახო ტექსტი ვებ გვერდიდან პირდაპირ შენს Drive-ზე.

4. მალსახმობი Google-სთვის

shortcuts

ეს არის გაფართოება ზარმაცებისთვის. ეს გაფართოება გეხმარება ნავიგაცია მოახდინო Drive-დან Google-ს რომელიმე სხვა სერვისზე, მაგალითად Gmail-ზე ან კალენდარზე; ან თუნდაც Google-ს საიტებზე, როგორიცაა Youtube, Picasa ან სხვა. გამომხტარ პანელზე შეგიძლია აირჩიო, რომელ საიტზე გინდა შესვლა.

5. Pixlr Editor

pixlr

აქ შეგიძლია მოახდინო შენი ფოტოების რედაქტირება, მიჭრა-მოჭრა, ეფექტების დადება.

6. შავი მენიუ

 

ამ გაფართოებამ შესაძლოა გაზარდოს შენი Google გამოცდილება. ეს გაფართოება საშუალებას გაძლევს ახალი ტაბების გახსნის გარეშე მოიძიო სასურველი ინფორმაცია Google-ის სამყაროში: Youtube-ში, Google Map-ში, რაც მთავარია Google Drive-ში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.