გერმანულმა ფირმა GSMK შექმნა უჩვეულო ფაირვოლი თავისი კრიპტოფონისთვის, რომელიც Android ოპ. სისტემით იმართება. როგორც დეველოპერები წერენ, ქსელურ ეკრანს შეუძლია მობილური ქსელის არასანდო კვანძები აღმოაჩინოს და გვერდი აუაროს მათ გამოყენებას. ეს პირველი სისტემაა ამ კლასის, რომელიც სამოქალაქო სექტორში შემოვიდა და მხოლოდ კორპორაციული სექტორის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

Naval_IMSI

ეს ფაირვოლი ყველაზე ცნობილი მოდელის CryptoPhone 500-ის დამატებით ფუნქციონალში შედის. აპარატულად ეს არის Samsung Galaxy S3, რომელსაც ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის ნაცვლად CryptoPhone-ის მოდიფიკაცია აქვს. GSMK-ის პროგრამული უზრუნველყოფით  ტელეფონი დაშიფრული საუბრების, შეტყობინებების და სხვა სახის კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.

დამატებითი მოდული განკარგავს  სმარტფონის ყველა კომპონენტის წვდომას უკაბელო ქსელებთან, სენსორებთან და მომხმარებლის ინფორმაციასთნ უსაფრთხოების წესების მიხედვით.

CryptoPhone-500m

ოპერატორის ქსელში რეგისტრაციისას ნებისმიერი ტელეფონი უკავშირდება იმ სადგურს, რომლის სიგნალიც ყველაზე მძლავრია მიმდინარე მომენტისათვის. ამით სისტემა უზრუნველყოფს უწყეტ კავშირს იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარებელი ძალიან სწრაფად გადაადგილდება. ოპერატორები ხშირად მცირე ზომის სადგურებსაც იყენებენ, რომლებიც სავალდებულო არ არის ანძებძე იყოს დამონტაჟებული და ხშირ შემთხვევაში შენობებში და დახურულ ზონებში მონტაჟდება. ასეთი მოწყობილობები იაფიცაა და ადვილად ხემისაწვდომი დაინტერესებული ჯგუფებისათვის.

ა.შ.შ-ს კომუნიკაციების ფედერალურ სააგენტოში სპეციალური ჯგუფიც არის შექმნილი, რომელიც თვალყურს ადევნებს მსგავს არალეგალურ სადგურებს, თუმცა მათი მუშაობის შედეგები საჯაროდ ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მსგავს ტექნოლოგიებს ისევ სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ თავიანთი მიზნებისათვის.

GSMK-ში დარწმუნებული არიან, რომ ჩვეულებრივი ფიჭური კავშირის აპარატურასთან ერთად გამოიყენება სპეციალიზებული მოწყობილობები GSM ქსელის აბონენტების თვალთვალისათვის. მათ შორის არის პოლიციის Stingray სისტემა, სპეცსამსახურების ფავორიტი IMSI ტრეკერები და GSM ტრაფიკის მოსასმენი მოდულები. წინასწარი ტესტირებისას ESD America-თან ერთად აღმოჩენილი იქნა ამ აპარატურის არსებობის ირიბი მტკიცებულებები.

ა.შ.შ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 19 სადგური, რომლებიც სტანდარტების დარღვევეით მუშაობდა და წარმოადგენდა რალურ საფრთხეს მათთან მიერთებული აბონენტებისათვის. ზოგიერთი მათგანი კი თავის ადგილმდებარეობასაც კი იცვლიდა, რაც მათ მობილურობაზე მიუთითებს.

IMSI_catchers_map

ESD America – ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის უმსხვილესი კომპანიაა და მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდის ტექნოლოგიებს. კომპანია 10 წლის წინ შეიქმნა ავსტრალიაში და სწრაფად დაიკავა პირველი ადგილი აზიის რეგიონში, ახლა უკვე მისი სათაო ოფისი ლას-ვეგასშია და ბევრი კორპორაციული კლიენტიც ყავს.

ESD America-ის გენერალური დირექტორი ლეს გოლდსმიტი ამბობს, რომ აღმოჩენილი სადგურების ადგილმდებარეობა არაზუსტია, თუმცა მათი უმრავლესობა ამერიკული სმახედრო ბაზების მახლობლად არის განთავსებული, ასევე უცხო ქვეყნების სალჩოებთან. მსგავსი სადგურის საორიენტაციო ფასი საშუალოდ 100 000 დოლარზე მეტია, რაც ჩვეულებრივი რადიომოყვარულების მონაწილეობას საბოლოოდ გამორიცხავს.

მსგავსი მოწყობილობის მოქმედების რდიუსი კილომეტრიდან კილომეტრ-ნახევრამდეა. დღის განმავლობაშ მას ათასობით მოწყობილობა უერთდება და გადასცემს ინფორმაციას ისე, რომ მომხმარებელი ვერც კი მიხვდება ვერაფერს. თუმცა Cryptophone-ის პროგრამული უზრუნველყოფა ადვილად ხვდება ქსელში უჩვეულო გადართვებს და ამის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს.

ალბათ ხშირად მოგსვლიათ ოპერატორებისგან შეტყობინება თქვენი ტელეფონისთვის პარამეტრების ავტომატურ გამოგზავნასთან დაკავშირებით. გოლდსმიტი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდებით გაცილებით მეტი კონტროლის მიღება შეიძლება ვიდრე უბრალოდ ინტერნეტის პარამეტრების დაყენებაა.

No_neighbors

“მაგალითისთვის, შესაძლებელია გაიგზავნოს მართვის შეტყობინება ტელეფონის კამერის ჩასართავად – ამბობს გოლდსმიიტი. –  ჩვნი ფაირვოლი აჩვენებს, რომ კამერა მომხმარებლის ნებართვის გარეშე გააქტიურდა”

კიდე უფრო უცნაურად ჟღერს გოლდსმიტის დასკვნები პროგრამული ტროიანების დისტანციურ ინსტალაციასთან დაკავშირებით, რომლებიც შეუმჩნევლად აგროვებენ და აგზავნიან აბონენტის მონაცემებს. ჯერ არანაირი ტექნიკური დეტალები არ გახმაურებულა, რაც შესაძლოა საფრთხის გაზვიადების და ფაქტებით სპეკულირების მიზნითაც ხდება.

ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან თვალთვალის შესახებ უწყვეტი პოლემიკის ფონზე უფრო და უფრო ადვილი ხდება შიშით ვაჭრობა. გოლდსმიტი არ მალავს, რომ სნოუდენის სკანდალის მერე Cryptophone-ზე მოთხოვნა გასამმაგდა, ხოლო პირველი 100 000 მოწყობილობა ერთ წელზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ასეთი სპეციალიზებული სმარტფონისათვის ეს ძალიან მაღალი გაყიდვების მაჩვენებლია თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მისი ღირებულება 35000 დოლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.