სპეციალისტებმა, ორი იაპონური უნივერსიტეტიდან შექმნეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კამერა. აპარატს შეუძლია წამში 4 ტრილიონი (!) კადრის გადაღება.
შემქმნელების აზრით, ასეთი სიჩქარის კამერა საშუალებას მისცემს მკვლევარებსა და ასევე უბრალო ადამიანებს უკეთ დააფიქსირონ სხვადასხვა მომენტები სპორტული შეჯიბრებებიდან ან მაგალითად მაღალი სიჩქარის მქონე მექანიზმების მუშაობისას. კამერის სიჩქარე მოგვცემს დავინახოთ ისიც კი, თუ როგორ მუშაობს ლაზერი. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი კამერები ფართო გამოყეენბაში შემოვა სამედიცინო სფეროშიც.
აქამდე ყველაზე სწრაფი კამერები, იღებდნენ ერთი პროცესის განმავლობაში, როდესაც ობიექტიდან არეკლილი სინათლე შთაინთქმებოდა კამერის მიერ. ახალ აპარატში გამოყენებულია ფემტოფოტოგრაფიის მიღების პროცესი, რომელიც იძლევა ძალიან დიდი რაოდენობის ფოტოს გადაღების საშუალებას, დროის მცირე მონაკვეთში.
გადაღება მიმდინარეობს სივრცეში ობიექტის ოპტიკური პროფილის შენახვის მეშვეობით, რომელიც რათქმაუნდა დროთა განმავლობაში იცვლება. გადაღებებისთვის გამოიყენება ლაზერი, რომელიც გამოსცემს 100 პიკოწამზე ნაკლები ხანგრძლივობის იმპულსებს, ეს იმპულსები კი საგნის რელიეფიდან არეკვლის შემდეგ ხვდებიან კამერაში, სადაც შემდეგ მუშავდება სპეციალური ალგორითმის მეშვეობით.
ჯერ-ჯერობით, კამერა საკმაოდ დიდია და იკავებს რამდენიმე კვადრატულ მეტრს. თუმცა მომავალში, მასობრივი წრმოებისათვის ინჟინრები გეგმავენ მის ზომაში შემცირებას და ასევე ფასის დარეგულირებას.
სამუშაოები ჩაატარეს, ტოკიოს უნივერსიტეტის და კეიოს უნივერსიტეტის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფებმა. კამერის დანიშნულება, ისეთი ნივთების და მოვლენების ფოტოგრაფირებაა, რომლთა დაფიქსირებაც დღეს-დღეისობით პარქტიკულად არარეალურია. ახალი ტექნოლოგიის სახელია STAMP. მეცნიერებს ტექნოლოგიის შესაქმნელად და შემდეგ მის გასაუმჯობესებლად 3 წელიწადი დასჭირდათ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=TtXzrlXxCkM[/youtube]
წყარო: Igeek

