
როგორც მოსალოდნელი იყო კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე საკმაოდ საინტერესო სიახლეები წარმოგვიდგინა. ახალ iPhone-თან ერთად წარმოადგინეს გადახდების ახალი სისტემა Apple Pay და რაც ყველაზე მოსალოდნელი იყო Apple WATCH, რომელიც შეიძლება ამ ევენთის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ჩაითვალოს. წარმოდგენის ბოლოს გამოვიდა ჯგუფი U2. რომელმაც iTunes-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გადასცა თავისი ბოლო ალბომის ციფრული ვერსია.

პრეზენტაციის დიდ ეკრანზე ყურების და Apple-ისა და Android-ის მოყვარეულების შეკრების ორგანიზება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი გოგელიას და ადმინისტრაციის დახმარებით წელს უკვე მეორედ განხორციელდა.

პრეზენტაციაზე მოვიდა ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ინტერვიუ ჩაწერეს მაკის მომხმარებელთა ქართული ჯგუფის პრეზიდენტთან დიმიტრი გოგელისათან და პრეზენტაციის დამსწრეებთან

პრეზენტაციის ტრანსლაცია კუპერტინოდან ხარვეზებით მიმდინარეობდა, ვინაიდან Apple-ს როგორც ყოველთვის ლაივ ტრანსლაციებთან დაკავშირებით კავშირის და ბევრი მომხმარებლების ერთდროული მომსახურების პრობლემები აქვს 🙂

მიუხედავად პრობლემებისა და ხარვეზებისა, პრეზენტაცია წარმატებით ჩატარდა და მის მსვლელობას თვალყურს მაინც ვადევნებდით იქ შეკრებილი საზოგადოება.
iPhone 6

https://www.youtube.com/watch?v=FglqN1jd1tM
iPhone 6 არ არის უბრალოდ დიდი, ის უფრო კარგია ყველა მიმართულებით, უფრო მასიური და უფრო თხელია, უფრო მძლავრი და საგრძნობლად ენერგოეფექტური. ხარისხიანი მეტალის ზედაპირით და ახალი Retina HD ეკრანით.

წარმოადგინეს ორი რედაქვია, iPhone 5 4,7 დიუმიანი და iPhone 6 Plus 5,5 დიუმი დიაგონალით, შესაბამისად მათი სისქე არის 6,9 და 7,6 მმ.
https://www.youtube.com/watch?v=RS5mzvqWM-c

Retina HD ეკრანი გამოირჩევა უფრო მეტი კონტრასტით, განათებით და თეთრის ბალანსით.

iPhone 6-ში არის ახალი A8 ჩიპი, რომელიც აშენებული მეორე თაობის 64 ბიტიანი დესკტოპ-კლასის არქიტექტურით. მას ეხმარება შემდეგი თაობის M8 მოძრაობის თანაპროცესორი, რომელიც ეფექტურად აღიქვამს აქტივობას დამატებითი სენსორებიდან და ახლა უკვე ბარომეტრიდანაც.

ახალი პროცესორი განაპირობებს ენერგიის ეფექტურად მოხმარებას, რაც თვალნათლივ ჩანს ზმოთ მოყვანილ ცხრილში.

ახალ ტელეფონებს აქვთ ახალი iSight კამერა უფრო დიდი 1.5 მიკრონიანი პიქსელებით და ƒ/2.2 აპერტურით, შესაძლებელს ხდის ძალიან მაღალი ხარისხის HD ვიდეოს გადაღებას. ვიდეო ახლა უკვე შეიძლება გადავიღოთ 1080p დეფინიციით 60 კადრი წამში სიხშირით. ასევე დრამატული შენელეული ვიდეოები და ახალი თაიმ-ლაპს ვიდეოები. აღსანიშნავია გამოსახულების სტაბილიზაციის და ავტომატური ფოკუსირების ახალი შესაძლებლობებიც.


უფრო ფართო აპერტურით და ახალი სენსორული ტექნოლოგიებით წინა Face Time HD კამერა ახლა უკვე 81%-ით მეტ სინათლეს აღიქვამს. მას შეუძლია აღმოჩინოს სახეები და გადაიროს 10 ფოტო წამში, რაც უკეთსი სელფების გადაღებას უზრუნველყოფს.

Apple-მა წარმოადგინა გადახდების ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკონტაქტო გადახდას უნიკალური უსაფრთხოების დაცვის ტექნოლოგიების საშუალებით. მომავალში შესაძლებელი იქნება iPhone 6-ის საშუალებით ჩვეულებრივი გადახდების წარმოებაც.
ჯერ-ჯერობით ეს სისტემა იმუშავებს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში და და სამ უმთავრეს ელექტრონული გადახდების სისტემასთან: Visa, MasterCard და American Express. ასევე საჭიროა ბანკის მიერ სისტემასთან წვდომის დადასტურება.

ახალი და გაუმჯობესებული iOS ოპ. სისტემა, რომელიც უკვე დეველოპერებისთვის ნაცნობია და ძალიან ბევრი აპლიკაცია უკვე iPhone 6-ის მხარდაჭერით მოწყლობილობის გამოსვლისთანავე იქნება ხელმისაწვდომი AppStore-ში.

დღის კიდევ ერთი მთავარი სიახლე გახდა Apple WATCH, რომელიც სამი ვარიანტის სახით გამოვა სხვა და სხვა სტილის მომხმარებლისათვის.
https://www.youtube.com/watch?v=gCluaJe3lb4

ახალი ჭკვიანი საათი, Apple-მა უნიკალური ტექნოლოგიებით აღჭურვა და მომხმარებელს სრულიად განსხვავებული გამოცდილება შესთავაზა.
მოწყობილობას აქვს მართვის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ტრადიციული საათის დიზაინის ელემენტებს იყენებს და ახორციელებს ნავიგაციას სამომხმარებლო ინტერფეისში, ასევე არის თაჩ ინტერფეისი და სრულიად ახალი ტიპის გრაფიკული ინტერფესი, რომელიც კონკრეტულად საათისთვის არის შექმნილი.
https://www.youtube.com/watch?v=ktujsc4ZUTo
საათს აქვს უამრავი სენსორი მისი სპორტული და ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციონალის გაზრდისათვის და აღჭურვლილია, როგორც გულის ცემის ასევე სხვა და სხვა მოქმედებების რეგისტრაციის სენსორებით.
https://www.youtube.com/watch?v=CPpMeRCG1WQ&index=3&list=PLHFlHpPjgk73J6C3PHUrDntzy6TQxBh44
ნახეთ პრეზენტაციის სრული ვიდეო ჩანაწერი:
მასალები: Apple, Ilia State University
