apple-streaming-error

iPhone 6 და Apple Watch-ის პრეზენტაცია, რომ პრობლემებით ტრანსლირდებოდა ალბათ ყველასთვის ცნობილია. ძალიან ბევრ მომხმარებელს მათ შორის ჩვენც გვქონდა პრობლემები, როცა ვცდილობდით პირდაპირ ეთერში გვეყურებინა წარმოდგენისთვის. თავიდან ვფიქრობდით, რომ ღრუბლოვანი სერვისების გამო ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრობლემები Apple-ის საიტზევე იყო და Amazon-ის სერვერებზე, რომლის გავლითაც ხდებოდა მონაცემების გადაცემა.

წინა პრეზენტაციისგან განსხვავებით ახლა Apple-მა გადაწყვიტა JSON-ის საშუალებით დაემატებინა ინტერაქტიული ელემენტები და ეჩვენებინა ტვიტები, რომლებიც მოვლენებს უკავშირდებოდა. შედეგად ეს გვერდი წამში რამდენიმეჯერ იტვირთებოდა. JSON ის და Ajax-ის გამოყენების გამო საიტმა შეწყვიტა კეშირება. რაც სერვერებზე მძიმე დატვირთვის მიზეზი გახდა. რადგანაც იგივე გვერდზე ვიდეოც იყო ჩაშენებული მისი ჩატვირთვაც პრობლემური გახდა და ხშირად ბრაუზერის (Safari) სიკვდილამდეც კი მიდიოდა საქმე, როცა პრეზენტაციის iPad-ზე ყურებას ცდილობდნენ მომხმარებლები.

ყველა ამ განახლების გამო ფლეერი ავტომატურად ამცირებდა ხარისხს სერვერის მხარეზე ძალიან დიდი დატვირთვის გამო. ამის გარდა Apple-მა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და ტრანსლაცია Akamai-ს სერვერების გავლით და ამასთანავე შეცდომით შერჩეული გახმოვანებით გაუშვა, ამიტომაც პირველი 30 წუთის განმავლობაში ჩვენთვის გაუგებარ უცხო ენაზე გახმოვანებულ ვიდეოს ვუყურებდით. რა თქმა უნდა ვიღაცამ Apple-ში არასწორად დააკონფიგა ვიდეო და ხმის და კადრის სინქრონიზაციაც იკარგებოდა დრო და დრო. Apple-ს ტრანსლაციის მსვლელობისას ერთხელ მოუწია სერვერის გადატვირთვაც, რომელიც ვიდეოს კოდირებას ახორციელებდა, რის გამოც ჩანდა “ვიდეო მიუწვდომელია” და “თქვენ არ გაქვთ დაშვება” შეცდომები.

Apple-ის სერვისები რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს Amazon-ის ღრუბელშია გაშვებული და მომხდარიდან გამომდინარე კონტენტი ერთ ბაკეტში იყო მოთავსებული, რომელსაც პრაქტიკულად არ ქონდა რესურსი დატვირთვის გადანაწილებისთვის. Amazon-ს არ გაუკეთებია კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ Apple-მა არასწორად მოაწყვეს S3 საცავის კონფიგურაცია, რამაც სიჩქარის პრობლემა შექმნა იმიტომ, რომ ყველა მოთხოვნა ერთ ლოკაციაზე მიდიოდა.

2c9d5a11cf604a3a84d1bd8bca16b81b

Akamai იყო ერთადერთი კონტენტის გადანწილების სისტემა, რომელსაც Apple იყენებდა. როცა ვერ ხერხდება გვერდის კეშირება პერიფერიულ სერვერზე, ყვლეა მოთხოვნა ცენტრალურზე გადადის რის გამოც დისტრიბუციული ქსელების მთავარი დანიშნულება იკარგება. გრაფიკზე ჩანს Akamai-ს სერვერების ხელმისაწვდომობის დაცემა ევროპაში 100%-დან 96,5% მდე ტანსლაციის მსვლელობისას.

სხვა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ტრანსლაციის პიკისას ვიდეოპრეზენტაცია 6-8 ტერაბიტიან არხს იკავებდა. შედარებისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას 6,8 ტერაბიტიანი არხი ეჭირა. ამიტომაც საუბარი იმაზე რომ რაღაც ექსტრაორდინალური დატვირთვა იყო CDN-ზე ზედმეტია.

შედეგად: ვიდეოს კოდირება, ტრანსლაცია, JavaScript, ვიდეო ფლეერი, ერთადერთი სერვერი S3-ზე და ვებ-გვერდის მუდმივი გადატვირთვა გახდა უამრავი პრობლემის გამომწვევი მიზეზი. ყველაფრის CDN-ზე გადაბრალება ადვილი იქნებოდა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს არ იყო უმთავრესი პრობლემა და ტრანსლაცია ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი და ჩატარებული.

წყარო: Habrahabr

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.