Flames

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ცეცხლი მოუკიდეს ოქტანს და იზოოქტანს. NASA-ის თქმით ასტრონავტები ასეთ ექსპერიმენტებს მიკროგრავიტაციაში წვის პროცესის შესწავლისთვის ატარებენ.

დედამიწაზე ცეცხლის ალისგან განსხვავებით, კოსმოსურ ხომალდზე, მას ცრემლის ფორმა არ გააჩნია, ამის მაგივრად ის იფანტება ბევრ ცეცხლოვან ბურთულად, რაც უკავშირდება დედამიწის ორბიტასტან სუსტ გრავიტაციას.

ალი წარმოიშვა ოქტანის და იზოოქტანის წვეთის დაწვის შედეგად. თავდაპირველად ალის შუქი ჩაქრა, ამის შემდეგ წარმოიშვა ღია ცისფერი სფერული ღრუბეელი, რომლის დიამეტრიც 15-20 სანტიმეტრი იყო.

ამის შემდეგ სფეროში გამოჩნდა ღია ყვითელი წერტილები. მათი ტემპერატურა აღწევდა ორი ათას გრადუსს ცელსიუსიუსით. დროთა განმავლობაში ასეთი ცხელი წერტილები ტოვებენ სფეროს და იწვებიან.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bE13FREpFVo[/youtube]

ექსპერიმენტ FLEX-2-ის ფარგლებში (Flame Extinguishment Experiment 2) ასტრონავტებს უნდა ესწავლათ ცეცხლის მართვა, მათ შორის მისი ჩაქრობა საერთაშორიზე კოსმოსურ სადგურზე.

წყარო: NASA

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.