ავტომობილის პროექციული დისპლეის კონცეპტი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი HUD ტიპის შუშისთვის, წარმოადგინა კომპანია Continental-მა. სისტემაში გათვალისწინებულია „რეალობის შევსების“ მექანიზმი, რომელიც მძღოლს საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის რელევანტურ მონაცემებს მის გარშემო სივრცის შესახებ, მათ შორის მისი ავტომობილის მდგომარეობის და სხვა მოძრაობის მონაწილეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
სიახლე ახდენს გამოსახულების პროეცირებას მძროლის ხედვის არეალში და დინამიურად ერგება მის გარშემო რეალობას: მაგალთად, უახლოეს ავტომობილამდე მანძილი გამოიყოფა სქელი ზოლით, რომელიც გარემოს დაკვირვებისთვის განკუთვნილი კამერების წყალობით, იცვლება იმ კუთხით, რომელიც შეესაბამება იმ კონკრეტულ ვითარებას, ისე რომ ეს ყველაფერი ჩანდეს ბუნებრივად.
ამ დროისტვის Continental-ის შექმნილი სისტემის სტატუსია „სერიამდელი ნიმუში“ და ის გადის ტესტირებებს გზებზე. კონცეპტის სერიული წარმოება 2017 წლისთვის იგეგმება. მის კონკურენტად კი შეიძლება განვიხილოთ Land Rover-ის ანალოგიური კონცეპტი.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Xn_VF0chwsM[/youtube]
წყარო:Motor