Software

LibreOffice 4.3.2

Wallpaper-LibreOffice-2სურათი არ შემონახულა

გამოვიდა LibreOffice 4.3.2, მეორე მინორული განახლება 4.3-ის სერიიდან და გადმოსაწერად მალევე გახდა ხელმისაწვდომი.

პროექტის მეოთხე დაბადების დღემდე ამ რელიზის გამოშვება Document Foundation-ის აზრით არც ისე მინორულია და მასში 80-ზე მეტი პროგრამული შეცდომაა ჩასწორებული, მათი თქმით, ასევე გამახვილებულია ყურადღება Microsoft Office-ის DOCX, XLSX და PPTX ფაილების წაკითხვის პრობლემებზე.

გაუმჯობესებული ფაილური თავსებადობა ეხმარება ბიზნესებს და მთავრობებს, რომლებიც Microsoft-ის პროპრიეტარული პაკეტის ნაცვლად ღია კოდის ალტერნატივას იყენებენ.

ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ LibreOffice-ის Wiki გვერდზე.

ჩამოტვირთეთ განახლებული Libre Office

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2014 ·არქივის შესახებ