Search

Motorola: Moto X, Moto G, Moto 360 და Moto Hint

მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ბერლინისკენ სადაც IFA ტარდება, ოკეანის მიღმა ჩიკაგოში  Motorola თავის წარმოდგენას მართავს და კომპანია, რომელიც ჯერ Google-ის ხელში იყო და მალევე Lenovos მიეყიდა ახალი სმარტფონებით და გაჯეტებით ბრუნდება ბაზარზე. მართალი გითხრათ Apple-სა და Samsung-ის გაჯეტებზე მეტად Motorola-ს მოწყობილობებს ველოდებოდი და კმაყოფილიც დავრჩი წარმოდგენილი სიახლეებით.

Moto X

Screen Shot 2014-09-07 at 9.55.25 PM

სიახლეები ამ მოწყობილობაში არც ისე ბევრია, ფუნქციონალის თვალსაზრისით მას აქვს Motomaker, Active Display, Moto Assist და Touchless Control რომელსაც ხმის გამორთვა შეუძლია ეკრანზე გელის გაქნევით.

https://www.youtube.com/watch?v=uSAs0-ur6sc

დანარჩენში ყველაფერი ისეა, როგორც მოველოდით. სმარტფონი უფრო დიდი გახდა, დინამიკები წინა პანელზე გადაიტანეს და გაიზარდა ეკრანის ზომა. კომპანიის ლოგო ახლა უკვე უკანა პანელისგან დამოუკიდებელია და უცნაურადაც გამოიყურება.

სმარტფონის მოსალოდნელი მონაცემებია:

  • Android 4.4.4
  • 5.2″ AMOLED ეკრანი გარჩევადობით 1920х1080 (423 ppi)
  • Qualcomm Snapdragon 801, Adeno 330 GPU
  • 16Gb ჩაშენებული მეხსიერება და 2Gb RAM
  • მთავარი კამერა 13 მპ, წინა კამერა 2 მპ.
  • აკუმლატორი 2300 მა/სთ
  • ზომები: 72.4 x 124.8 x 3.8-9.9 მმ
  • წონა: 144 გ.

Moto G

Screen Shot 2014-09-07 at 9.56.15 PM

ამ სმარტფონის პირველმა მოდელმა კომპანიას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა და ის ახლაც დიდი რაოდენობით იყიდება.

ახალი თაობის ერანი 5 დიუმამდე გაიზარდა, დინამიკები აქაც წინა პანელზე გადაიტანეს, შესაძლებელია უკანა პანელების გამოცვლა პერსონალიზაციისთვის. მიუხედავად განახლებისა უცვლელი დარჩა სმარტფონის ფასი და ის 179$ ეღირება, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა.

https://www.youtube.com/watch?v=D–bEp8i_tc

ოფიციალური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება.

  • Android 4.4.4
  • 5″ IPS ეკრანი გარჩევადობით 1280 x 720 (367 ppi)
  • Qualcomm Snapdragon 400 და Adreno 305
  • მეხსიერება: 8/16 გბ + microSD
  • 1 გბ ოპერატიული
  • მთავარი კამერა: 8 მპ.
  • წინა კამერა: 2 მპ.
  • ზომები: 70.7 x 141.5  x 10.99 მმ.
  • წონა: 149 გ.
  • აკუმლატორი: 2,070 მა/სთ

Moto 360

Screen Shot 2014-09-07 at 9.57.32 PM

ოფიციალურად წარმოადგინეს Moto 360 და მათ შესახებ თითქმის ყველაფერი იყო წინასწარ ცნობილი გარდა ფასისა, რომელიც 250$ შეადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=E34L1BWJP2s

Moto Hint

Screen Shot 2014-09-07 at 9.58.15 PM

სმარტფონებთან და საათან ერთად აჩვენეს Bluetooth გარნიტურაც, რომელიც ძლაიან პატარაა და Moto X-ის ხმოვან მართვას ახორციელებს.

https://www.youtube.com/watch?v=CLEF-Rq39D4

ხელმისაწვდომი სი შემოდგომაზე გახდება და მისი ფასი $150 იქნება.

https://www.youtube.com/watch?v=sPdrP3qkiO0

და ბოლოს ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ იღებდენ პრომო რგოლებს.