იდენტიფიკაცია და აუტენტიფიკაციის უნიკალური მეთოდები ბოლო დროის ტექნოლოგიური სტარტაპების ტენდენცია გახდა. გიგანტების მხრიდან თითის ანაბეჭდების სენსორების დანერგვამ სმარტფონებში და სხვა მობილურ გაჯეტებში მეტყველებს იმაზე, რომ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება პაროლების გარდა მონაცემების და პირადი ანგარიშების დასაცავად პოულარული ხდება. ალბათ იცით, რომ თითის ანაბეჭდის ან თვალის ბადურის გარდა ადამიანის გულის ცემის რითმიც უნიკალურია და მისი გამოყენება ამავე დანიშნულებით საკმაოდ ეფექტური იქნება. Nymi-ს მიერ წარმოდგენილი სამაჯური სწორედ ამ უნიკალური გასაღების გამოყენების საშუალებას მისცემს მომხმარებლებს.
https://www.youtube.com/watch?v=jUO7Qnmc8vE
მას მერე რაც მაჯაზე შემოიხვევთ და ჩაკეტავთ Nymi ავტომატურად ჩაირთვება. ბრასლეტის ზედა პანელზე თითის დაჭერით იკვრება კონტაქტი ქვევით მოთავსებულ სენსორთან და თქვენ იგრძნობთ მცირე ვიბრაციას და აინთება შუქდიდი, რაც იმას ნიშნავს რომ Nymi-მ მოახდინა თქვენი იდენტიფიკაცია და აუტენტიფიკაციის მომთხოვნ მოწყობილობას მიაწვდის დასტურს. თქვენ ავტორიზებული დარჩებით მანამ სანამ არ მოიხსნით მოწყობილობას.
თქვენი იდენტიფიკაცია არ არის უმნიშვნელო, როცა საქმე მობილურ ტექნოლოგიებს ეხება და თქვენთვის ძვირფასი პირადი მონაცემები შეიძლება სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. Nymi მოქმედებს, როგორც 3 ფაქტორიანი უსაფრთხოების სისტემა. იმისთვის რომ თქვენს იდენტობაზე განხორციელდეს კონტროლი უნდა გქონდეთ თქვენი Nymi, თქვენი უნიკალური გულის ცემა და ავტორიზებული აუტენტიფიკაციის მოწყობილობა (AAD), რომელიც შესაძლოა იყოს სმარტფონი ან ნებისმიერ რამ რაც ჩვენს აპლიკაციასთან არის რეგისტრირებული. Nymi აგებულია პრივატული დიზაინის პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ თვითონ აკონტროლებთ და გაქვთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე.
რისგან შედგება მოწყობილობა:
HEARTID
საბაზისო ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ამოიცნობს პიროვნებას უნიკალური კარდიო რითმზე დაყრდნობით.
BLUETOOTH Low Energy პროტოკოლი გამოიყენება იმისთვის, რომ დაიხარჯოს ნაკლები ენერგია და გახანგრძლივდეს ავტონომიურად მუშაობის დრო. ასევე შესაძლებელია დააკავშიროთ Nymi და თქვენი ელ-ფოსტა, ტექსტი, სოციალური განახლებები და უფრო მეტი რამ…
მოძრაობის სენსორი
ჩაშენებული აქსელერომეტრი გრძნობს მომხმარებლის მოძრაობებს და ახდეს ჟესტების ამოცნობას. ჟესტების საშუალებით კი შეიძლება ამოცანაზე-დაფუძნებული ბრძანებების გადაცემა როგორიცაა კარების ან საბარგულის გაღება მანქანაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის ნახეთ პროექტის ოფიციალური გვერდი http://www.getnymi.com