Screen Shot 2014-09-11 at 8.09.58 AM

Apple-ის ყველაზე მეტად მოსალოდენლი მოწყობილობების პრეზენტაციის შემდეგ Samsung-მა გამოუშვა ინტერნეტზე ორიენტირებული რეკლამების სერია, სადაც ის დასცინის პრეზენტაციის მსვლელობისას დაფიქსირებულ სტრიმინგსი პრობლემებს, iPhone-ის ეკრანის ზომის გაზრდას და ახალ ჭკვიან საათს. ექვსივე რეკლამა ხელმისაწვდომია Youtube-ის ფლეილისტის სახით.

https://www.youtube.com/watch?list=PLMKk4lSYoM-yi1RcmxhgbkFxIAa577K4A&v=vA8xPyBAs_o

რეკლამებში მოანწილეობს Apple-ის Genius-ების მსგავსად ჩაცმული ორი მსახიობი, რომლებიც Apple-ის მაღაზიის სახელოსნოს მსგავს ოთახში არიან და უყურებენ პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში.

როგორც რეკლამებიდან ჩანს მართლაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირდა Apple-ის პრეზენტაციის მსვლელობისას სტრიმინგის და ხმის პრობლემები, როცა მომხმარებლებს ორი ხმა ერთდორულად ესმოდათ და მთელი პრეზენტაციის პროცესში ხშირად ითიშებოთა კადრი და გამოსახულებასა და ხმას შორის დარღვეული იყო სინქრონიზაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.