hawking-intel.0.0

იმ დროს, როდესაც Apple ახალი აიფონების პრეზენტაციას აკეთებდა, Intel-მა წარმოადგინა ინვალიდის ეტლი Connected. ჩიპსეტების მწარმოებელმა Connected-ის პრეზენტაცია სამშაბათს გააკეთა, მთავარი გმირი და ასევე პროექტის მონაწილე, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი გახლავთ. აღნიშნულ ეტლს შეუძლია მომხმარებლის ბიომეტრიულ ინფორმაციის გაზომვა, და მის სენსორულ ეკრანზე გამოტანა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=kZ1LO_O6r4k[/youtube]

მოწყობილობას შეუძლია მომხმარებლის ჯანმრთელობის შემდეგი მაჩვენებლების გაზომვა: სხეულის ტემპერატურა, პულსი და სისხლის წნევა, ასევე ეკრანზე გამოისახება ეტლის სტატუსიც. ეტლი ასევე დაეხმარება ადამიანს, იმის გაგებაში, თუ რამდენად ხელმისაწვდომია იმ შენობაში შესვლა ეტლით, რომელში ვიზიტსაც ისინი გეგმავენ. სტივენ ჰოკინგი, რომლის შესახებ ფილმიც The Theory of Everything უახლოეს მომავალში გამოჩნდება ეკრანებზე, ინტელთან უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს, მან თქვა, რომ  ეტლი Connected არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის შექმნილი ტექნოლოგია, მომავალი ტექნოლოგიური განვითარების საფუძველი.

ფილმ The Theory of Everything-ის ტრეილერი:

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=OUpl0HDGq1Q[/youtube]

 

წყარო: The Verge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.