თინეიჯერებისთვის მარიხუანას მოხმარება უფრო უსაფრთხოა ვიდრე ალკოჰოლური სასმელების. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ექიმები, მას შემდეგ, რაც შეადარეს მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის და კანაფის ზემოქმედება ორგანიზმზე. გამოკვლევების შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ American Journal of Drug and Alcohol Abuse-ში, მოკლედ მათი გაცნობა შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ავტორებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის მოხმარების შედეგად, თინეიჯერები დგებიან ავტოკატასტროფაში მოყოლის რისკინ წინაშე, ან იზრდება რისკი, რომ მოუვიდედ კამათი თანატოლებთან. მარიხუანის შემთხვევაში პირიქით, იძლევა საშუალებას უფრო სწრაფად მივიდნენ კომპრომისამდე საკამათო სიტუაციებში. თუმცა მეცნიერებს კვლევებში არ გაუთვალისწინებიან აღნიშნული ნივთიერებების ერთობლივი ზემოქმედების ეფექტები მოზარდის ორგანიზმსა და ტვინზე.
ალკოჰოლი 13-ჯერ ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ალბათობას, მარიხუანა – სამჯერ. ასევე ალკოჰოლის მოხმარების შედეგად ადამიანს ნაკლებად აკონტროლებს ემოციებს.
კიდევ ერთი კანონზომიერება, რაც მეცნიერებმა გამოარკვიეს, მდგომარეობს ალკოჰოლის უარყოფითი ზემოქმედების გაძლიერებაში მისი ხშირად მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის სისტემატიური მოხმარება არ იწვევს ნეგატიური გამოცდილების სერიოზულ დაგროვებას.
გამოკვლევის შედეგები დაფუძნებულია 7427 ამერიკელი ახალგაზრდის ანკეტის ანალიზზე (გამოკვლევების მოდალურმა ასაკმა 18 წელი შეადგინა), რომლებიც 2007-2011 წლებში იღებდნენ სპირტიან სასმელებს ან ეწეოდნენ მარიხუანას. მკვლევარების თქმით, ამერიკელი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ეწევა მარიხუანას, ხოლო ორი მესამედი ეტანება ალკოჰოლს.
წყარო: nyu
წყარო:

