ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ელემენტების სწრაფი დამუხტვა და განმუხტვა, არ ამცირებს მათი მოხმარების დროს, როგორც ეს ადრე ეგონათ. მეცნეირებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალ Nature Materials-ში.
ფიზიკოსები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ლითიუმ-იონის ელემენტებზე, მათ გრაფიტის და ოქსიდის ელექტროდებზე. სპეციალისტებმა რენტგენული მიკროსკოპიის მეშვეობით შეისწავლეს დამუხტული ნანონაწილაკების დინამიკა (ლითიუმის იონები) ორი ბატარეის ელექტროდს შორის.
მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება მუხტის გადატანა ელემენტში და რამდენად სწრაფად წარმოიქმნება ქიმიური კავშირები მათ შორის. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწრაფი დამუხტვა, ნელ დამუხტვასთან შედარებით, არც ისე მავნეა ელემენტისთვის, როგორც ეს ითვლებოდა აქამდე.
ელემენტები ორივე შემთხვევაში (სწრაფი და ნელი დამუხტვისას) ასწრებდნენ თანაბრად დამუხტვას და განმუტვას, ამ პროცესში კი ყველა იონი იღებდა მონაწილეობას მუხტის მათში გადატანაში: სწრაფი დამუხტვის შემთხვევაში, არ მომხდარა ისეთი რამ, რომ ნაწილაკს არ მიეღო მონაწილეობა მუხტის გადატანაში.
Samsung-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, თუ რა მეთოდით შეიძლება ელემენტს გაუხანგრძლივოთ მოქმედების ვადა. მომავალში, მეცნიერები ამ კუთხით კიდევ აპირებენ კვლევების გაგრძელებას.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Xp0RFd5rsz8[/youtube]
წყარო: stanford.edu

