First Humans

ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებლი შესაძლოა წყაროებისათვის კონკურენცია გამხდარიყო – აფრიკაში მშრალი კლიმატის ეპოქაში სუფთა წყლის სულ რამოდენიმე წყარო არსებობდა. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ, გამოქვაბულ ოლდუვაის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგად, ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა Homo habilis-ის ნარჩენები. კვლევები აგმოქვეყნდა ჟურნალ PLoS ONE-ში.

1,8 მილიონი წლის წინ, ჰომინიდების ევოლუციის ძალიან მნიშვნელოვან ეპოქაში, სასმელად ვარგისი წყალი ოლდუვაის ტბებში და მდინარეებში თითქმის არ იყო (წყალსაცავები ამოშრა). თუმცა, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მცირე ზომის ნაკადულები, რომლებსაც წყალი მიწისქვეშა დინებებიდან მიეწოდებოდათ არ შრებოდა ასწლეულების განმავლობაში, მუდმივად მშრალი კლიმატის პირობებშიც კი. ეს წყაროები გახლდათ წყლის მთავარი რესურსი. ამაღლებული ტენიანობისას, ეს ნაკადულები იმ დროის ადამიანებისათვის დიდი მოგზაურობისას ერთგვარ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.

ამ ნაკადულებისთვის იმ დროის ადამიანები ებრძოდნენ ერთმანეთს და ასევე ებრძოდნენ სხვა ცხოველებს. სწორედ წყლის შეზღუდულმა რაოდენობამ შექმნა აუცილებელი პირობები ბუნებრივი გადარჩევისთვის, სადაც იმარჯვებდა ის სახეობა, რომელიც შეძლებდა საუკეთესო ადგილის აღმოჩენას და კონკურენტების მოცილებას, ყვება კვლევები თანაავტორი გეილ ეშლი (Gail Ashley).

წყარო: newsroom

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.