Planet-Earth-Population

გაეროს და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის ზრდა გრძელდება მთელი XXI საუკუნის განმავლობაში. 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 11 მილიარდ ადამიანს შეადგენს – ეს ორი მილიარდით მეტია იმ რიცხვზე, რომელიც აქამდე იყო ცნობილი. ანგარიში წარმოდგენილია ჟურნალ Science-ოს ბოლო ნომერში.

მკვლევარებმა დაამუშავეს 2014 წლის ივლისში გაეროს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები. 80% ალბათობით დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლომდე გაიზრდება 7,2 მილიარდიდან 9,6-12,3 მილიარდამდე. 1900-იანი წლებიან დემოგრაფებს შორის არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ 9 მილიარდის მიღწევის შემდეგ პლანეტის მკვიდრთა რიცხვი დასტაბილურდებოდა.

ყველაზე დიდი მატება მოსალოდნელია აფრიკის კონტინენტზე: მისი მოსახლეობა გაიზრდება ოთხჯერ, 1-დან 4 მილიარდამდე. საქმე იმაშია, რომ დემოგრაფების პროგნოზი არ მართლდება, და კონტინენტზე შობადობა არათუ იკლებს არამედ მატულობს. აფრიკული ოჯახები რჩება მრავალშვილიანად (საშუალოდ 4,6 ბავშვი) უმეტესად ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დეფიციტის გამო.

სხვა კონტინენტებზე სიტუაცია უფრო სტაბილურადაა. აზია (ამჟამად – 4,4 მილიარდი) მატების პიკს 2050 წლისათვის მიაღწევს (დაახლოებით 5 მილიარდი), ამის შემდეგ დაიწყება მოსახლეობის კლება. ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, ლათინური ამერიკის მოსახლეობა კი მილიარდზე ნაკლები იქნება (თითოეულ კონტინენტზე).

„წინა გამოკვლევები დაფუძნებული იყო კონკრეტულ სცენარებზე და ამიტომ მათში არანაირი კითხვები არ არსებობდა. ჩვენი კვლევები უფრო მეტად სტატისტიკურ მონაცემებზეა დაფუძნებული, შესაბამისად ეს მონაცემები შესაძლოა სასარგებლო იყოს პრაქტიკული ზომების მისაღებად“, – აღნიშნა გაეროს დემოგრაფმა, პატრიკ გერალდმა.

წყარო:  sciencemag

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.