ახალი ტიპის პროტეზებმა ინვალიდებს მისცა საშუალება არა მხოლოდ ხელი ჰქონდეთ არამედ, ასევე დაიბრუნონ ტაქტილური შეგრძნებები, იტყობინება ჟურნალი Science Translational Medicine. საუბარია ელექტროსტიმულაციაზე, რომლის უზრუნველყოფაც, ცოცხალ ქსოვილში ელექტროდების ჩანერგვით ხდება.
ნერვები, რომლებიც საჭირო სიგნალებს გადასცემენ ტვინს, სტიმულირდება ელექტროდებზე კონტაქტური წერტილებით, რომლებიც იმპლანტირებულია ხელის „ცოცხალ“ ნაწილში (მხრის არეში). სპეციალური ალგორითმები თარგმნიან პროტეზზე განთავსებული სენსორების სიგნალს სხვადასხვა ინტენსივობის ელექტრულ იმპულსად, რომლებსაც ტვინი „კითხულობს“ როგორც ბუნებრივ იმპულსს.
პროტეზის ორ წელიწად ნახევრის გამოყენების შემდეგ იგორ სპეტიჩმა თვალახვეულმა შეძლო განესხვავებინა ბამბა, ტყავი და ქაღალდის ფურცელი. თავდაპირველად პროტეზის სიგნალები საკმაოდ არაზუსტია, თუმცა დროთა განმავლობაში მოწყობილობის ხშირი გამოყენების შედეგად სიგნალები ლაგდები „შეგრძნებების რუქაზე“, რომელიც ადამიანში ყალიბედბა მთელი ცხოვრების განმავლობაში – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პროტეზის გამომგონებლები.
ჯერ-ჯერობით სისტემა მხოლოდ ლაბორატორიის პირობებში მუშაობს, თუმცა უკვე ხუთ წელიწადში გეგმავენ მისი პორტატული ვერსიის გამოშვებას.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=l7jht5vvzR4#t=64[/youtube]
წყარო: sciencemag