მარკ ცუკერბერგმა მიმდინარე წელს ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა
უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook - ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Forbes - ის ყველაზე მდიდარი IT - ბიზნესმენების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, მან ერთ წელიწადში Microsoft - ის დამფუძნებელ ბილ გეითსზე მეტი გამოიმუშავა, ეს უკანასკნელი სიის სათავეში დგას. ამ ინფომაციას გვამცნობს forbes.com.
გასულ წელს ცუკერბერგი ამერიკელ IT - ბიზნესმენებს შორის ფინანსური მდგომარეობით მხოლოდ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადში მან სხვა ყველა ამერკელ IT - ბიზნესმენზე მეტი გამოიმუშავა. მისი შემოსავალი 15 - დან 34 მილიარდამდე გაიზარდა.
IT ბიზნესმენების ტოპ - ათეული უცვლელი დარჩა: პირველ ადგილს ბილ გეითსი იკავებს, რომელიც ამავდროულად ამერიკის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. Oracle - ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი ამერიკის მდიდარ მოქალაქეთა სიაში მესამეა, ხოლო IT ბიზნესმენებს შორის მეორე. ფორბსის წინა წლის შედეგებთან შედარებით ორივე ტოპ - მენეჯერის ქონება 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა .( 81 მილიარდი დოლარი - ბილ გეითსი და და 50 მილიარდი დოლარი - ლარი ელისონი) . Amazon ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის კაპიტალი 30.3 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 3.3 მილიარდით მეტია. მან Forbes - ის უმდიდრესი IT ბიზნემსნების რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიაში 32 - ე.
იმ 52 მილიარდელს შორის, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ მხოლოდ სამი ბიზნემსენის ქონება შემცირდა, წლის ბოლოს მიღებული შედეგებით eBay - ის დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა და LinkedIn -ის დამფუძნებელმა რეიდ ჰოფერმანმა 300 მილიონი დოლარი დაკარგეს. Groupon - ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ ლეფკოფსკიმ 200 მილიონი დოლარი დაკარგა და მისმა კაპიტალმა 1.5 მილიარდ დოლარამდე დაიწია.
წყარო : forbes.com

