
მრავალამოცანიანობა ძალიან სასარგებლო ფუნქციაა მობილური მოწყობილობისათვის, მაგრამ მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი გაცილებით უკეთესი იქნება, რომელსაც მალე ვიხილავთ Android ოპერაციულ სისტემაში. Google Android-ის გუნდი მუშაობს მრავალ-ფანჯრიან ფუნქციონალზე პლანშეტებისათვის და სმარტფონებისთვის. ჯერ-ჯერობით ოფიციალური დასტური არ არის კომპანიისგან მაგრამ მარტში გაკეთებული ანონსის თანახმად კომპანია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი მომხმარებელს საშუალებას მისცემს გაუშვას ორი აპლიკაცია ერთ ეკრანზე და შესაძლებელი იქნება ელემენტების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ფუნქცია მსგავსია იმისა რაც Samsung-ის Touch Wiz-ში უკვე რეალიზებულია თუმცა Google-ის ოფიციალური ვერსია ამის მხარდაჭერას დანარჩენი მოწყობილობებისთვისაც გახდის ხელმისაწვდომს.
სანამ არ გამოსულა Android L განახლება, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მრავალ-ფანჯრიანი ინტერფეისი მისი ნაწილი გახდება. შესაძლოა ეს ფუნქცია L-ში არ დაემატოს, თუმცა ქვემოთ მოყვანილი ილუსტრაციები ცხადად აჩვენებს, რომ Google ამ მიმართულებით ექსპერიმენტებს უკვე ატარებს.
