Apple-ის ოქტომბრის ტრადიციულ პრეზენტაციაზე კომპანიამ წარმოადგინა მისი მოწყობილობების iPad და iMac-ის განახლებული ვერსიები და OS X საოპერაციო სისტემის 10.10 Yosemite განახლება, უახლესი აპარატული და პროგრამული ფუნქციონალით. დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე განახლდა შესაბამისი პროგრამული პაკეტებიც ახალ აპარატურასთან და საოპერაციო სისტემასთან თავსებადობის მხარდაჭერით.
iPad Air 2
უმთავრესი განახლება რაც iPad Air 2-მა მიიღო ეს არის რეტინა ეკრანი 2042×1536 პიქსელით 9,7 დიუმზე რაც 9,1 მილიონი პიქსელია და ერთ დიუმზე მათი რაოდენობა 264-ია. რა თქმა უნდა ის უფრო თხელია და უფრო მძლავრი A8X ჩიპით, რომელიც უკეთეს გრაფიკულ შესაძლებლობებს და 64-ბიტიანი სამაგიდე პროცესორის კლასის წარმადობა აქვს. მიუხედავად ტექნიკური მაჩვენებლების გაზრდისა ავტონომიურად მუშობის დრო 10 საათამდეა, რაც მუშაობის, თამაშის, სერფინგის და შოპინგის საშუალებას მთელი დღის განმავლობაში მოგცემთ.
ლოგიკური და მოსალოდნელი იყო ახალ iPad Air-ში TouchID-ის გამოჩენა, რომელიც დამატებითი ბიომეტრიული უსაფრთხოებისთვის უკვე გამოიყენება iPhone-ის ბოლო ორ თაობაში.
ახალი iSight კამერა ყველაზე საუკეთესოა iPad-ებს შორის, ახალი ოპტიკით, გაუმჯობესებული სენსორებით და სპეციალური Apple-ის მიერ შექმნილი ვიზუალური სიგნალის პროცესორით. დაემატა ახალი ფუნქციები, როგორიცაა პანორამა, თაიმ-ლაპსი, შენელებული გადაღება და სწრაფი გადაღება. წინა კამეა FaceTime HD-ის ახალი თაობით შეიცვალა, რომელსაც განახლებული სენსორი აქვს და ცუდი განათების პირობებშიც ნათელ ფოტოებს და ვიდეოს იღებს.
WiFi-ს ახალი ჩიპით უკაბელო ქსელთან კავშირის სიჩქარე გაორმაგდა წინა თაობასთან შედარებით, ამიტომაც ვიდეოების გადმოწერა და სტრიმინგი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. WiFi+Cellular მოდელში დემატა LTE ქსელების მხრდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა შეარჩიოთ თუ რომელი მობილური ოპერატორის ქსელში გინდათ ჩართვა.
და რა თქმა უნდა iOS 8 რომელიც ახალი iPad Air 2-ის აპარატული ფუნქციონალის სრულყოფილად გამოყენების საშუალებას იძლევა. Continuity ფუნქციონალი საშუალებას იძლევა Apple-ის სხვა მოწყობილობებთან სრული თავსებადობის და ერთ მოწყობილობაზე დაწყებული აქტივობის სხვა მოწყობილობებზე გაგრძელების საშუალებას იძლება. iCloud Drive-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება დოკუმენტების ფოტოების და ვიდეოების უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარება.
https://www.youtube.com/watch?v=BCqJGoCMlVc
27” iMac Retina 5K
განახლებული 27 დიუმიანი iMac რომელიც აღჭურვეილია ყველაზე მაღალი გარჩევადობის 5K რეტინა ეკრანით დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამაგიდო კომპიუტერია. ეკრანი გარჩევადობა 512 x 2880 წერტილია რაც მანამდე არნახული შესაძლებლობების გრაფიკას უზრუნველყოფს.
ახალი ეკრანი ყველაზე დიდი გარჩევადობით სისტემისგან განახლებულ აპარატულ მონაცემებს მოითხოვს და ის რა თქმა უნდა აღჭურვილია Intel-ის მე-4 თაობის 3.5 გიგაჰერციანი Core i5 პროცესორით სტანდარტულ კონფიგურაციაში 5K ეკრანით. შესაძლებელია Core i7 ვარიანტის არჩევაც, რომელიც iMac-ზე პირველად არის ხელმისაწვდომი და მეტი სიმძლავრის საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს iMac-ზე დარჩენას.
ახალი გრაფიკული შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის Apple-მა ამჯერად AMD-ს მაღალი წარმადობის 3,5 ტერაფლოპიანი ვიდეო ბარათის გამოყენება არჩია. მაღალი გარჩევადობის ვიდეო, თამაში თუ დიზაინის აპლიკაციები შესანიშნავად იმუშავებს ახალ iMac-ზე.
1 TB მოცულობის მქონა Fusion Drive 5K iMac-ის სტანდარტულ კონფიგურაციაში შედის და ითვალისწინებს 3 TB-მდე განახლებას. დიდი მოცულობის ჰარდ დისკი და მაღალი წარმადობის ფლეშ-დრაივი. Fusion Drive ტექნოლოგია ავტომატურად და ჭკვიანურად განათავსებს მონაცემებს ამ ორ მედიაზე ისე, რომ ყოველთვის სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი ხშირად გამოყენებული ფაილური რესურსები. მაქსიმალური წარმადობისათვის შეიძლება 1TB ფლეშ დრაივის დაყენებაც.
განახლება შეეხო კომუნიკაციებსაც და ახალ iMac-ში ჩაშენებული Thunderbolt 2 პორტი, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფია თავის წინამორბედზე და 20 გიგაბიტ გამტარიანობას უზრუნველყოფს თითოეულ პორტზე. ამით შესაძლებელი ხდება მაღალი სიჩქარის პერიფერიული მოწყობილობების მიერთება, როგორიცაა გარე მყარი დისკები, კამერები და აუდიო/ვიდეო მოწყობილობები მონაცემთა სწრაფი გადაცემით.
iMac-ში ჩაშენებული 802.11ac სტანდარტის WiFi მოდული რომელიც 802,11ac სტანდარტის საბაზისო სადგურს შეუერთდება და 3-ჯერ უფრო ჩქარ უკაბელო შეერთებას უზრუნველყოფს, ასევე გაიზარდა WiFi ქსელის დაფარვის ზონაც.
ყოველ ახალ iMac-ს აქვს ოთხი USB 3 პორტი, რომელიც 10-ჯერ უფრო ჩქარია ვიდრე UBS 2 და სრულად არის თავსებად USB 2 მოწყობილობებთან.
ასევე ჩაშენებულია Bluetooth 4 ტექნოლოგია რითაც iMac-ზე მიერთებულია კლავიატურა, მაუსი და სხვა უკაბელო აქსესუარები.
https://www.youtube.com/watch?v=jZ5n6sxZyEQ
https://www.youtube.com/watch?v=dlfN4vgzypw
OS X Yosemite 10.10
ახალი საოპერაციო სისტემა, რომელიც Yosemite-ის სახელით გამოვიდა ახალ ფუნქციონალს გვთავაზობს, რომელიც iOS მოწყობილობებთან და სხვა პროდუქტებთან უფრო მჭიდრო თავსებადობით გამოირჩევა. უკვე შესაძლებელია მივიღოთ სატელეფონო ზარები iPhone-ის ჩანთიდან ამოღების გარეშე. დავიწყოთ ელ ფოსტის აკრეფა, დოკუმენტის შექმნა, ინტერნეტში ხეტიალი და ეს მოქმედებები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გავაგრძელოთ. შესაძლებელია iPhone-ზე მობილური WiFi დაშვების წერტილის გაატიურება მასთან შეხების გარეშე.