Near death exp

დღეისათვის ყველაზე მაშტაბურმა სიკვდილის წინა პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ ცნობიერება გარკვეულ დონეზე ნარჩუნდება ტვინის ბოლომდე „გათიშვის“ შემდგომაც. საუტჰემპტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლეს ოთხ ათასზე მეტი პაციენტი, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის 15 საავადმყოფოში. გადარჩენილი ადამიანების 40 პროცენტი ყვებოდა კლინიკური სიკვდილისას მათი ცნობიერების მდგომარეობის შესახებ. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალ Resuscitation-ში.

2060 პაციენტიდან, რომლებმაც გულის გაჩერება გადაიტანეს, გადარჩა 330 ადამიანი, მათგან 140 ყვება ცნობიერ გამოცდილებაზე რეანიმაციის მდგომარეობაში. პაციენტების მონაყოლში გამოიკვეთა რამოდენიმე ლაიტმოტივი. ყოველმა მეხუთემ მოყვა, რომ მას ჰქონდა განცხრომის გრძნობა, ხოლო გამოკითხულთა თითქმის მესამედი მიუთითებდა დროის შენელებასა ან აჩქარებაზე. ზოგიერთი ყვებოდა ნათელ შუქზე, ზოგიერთი კი, რომ იმყოფებოდა წყლის ქვეშ. 13 პროცენტმა აღწერა სხეულისაგან განცალკევების პროცესი.

მაგალითად, 57 წლის სოციალური მუშაკი დიდი ბრიტანეთიდან, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობისას, „ხედავდა“ საოპერაციოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც გვერდითი მაყურებელი, მან შეძლო აეღწერა ყველა დეტალი, თუ როგორ მოქმედებდა პერსონალი, ასევე სამედიცინო მოწყობილობების ხმები. „ცნობიერების მოქმედება გრძელდებოდა მთელი სამი წუთის განმავლობაში, როდესაც გული უკვე აღარ ცემდა – ტვინი როგორც წესი ითიშება 20-30 წამის შემდეგ რაც ეს ორგანო გაჩერდება. პაციენტს ესმოდა მოწყობილობის ორი ხმოვანი სიგნალი, სწორედ მისი წყალობით შევძელით სიკვდილისწინა გამოცდილების ხანგრძლივობის განსაზღვრა“, – ყვება კვლევების ხელმძღვანელი სემ პარნია

ექიმი პარნიას აზრით, ძალიან ბევრს გადაუტანია ასეთი ტიპის გამოცდილება, თუმცა წამლები, რომლებიც გამოიყენება რეანიმაციისას (პირველ რიგში დამამშვიდებელი საშუალებები) არ აძლევს მათი ოპერაციის შემდეგ გახსენების საშუალებას.

წყარო: The Telegraph

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.