Search

ერიკ შმიდტი: Google უფრო დაცულია ვიდრე Apple

10662-3013-141002-Schmidt-l

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი თავის ინტერვიუში Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს პასუხობს და ამბობს, რომ ის არასწორად არის ინფორმირებული საძიებო გიგანტის პრივატულობის პოლიტიკის საკითხებში და რომ Google-ის სისტემები “უფრო მეტად დაცულია” ვიდრე ის ყველაფერი რაც Apple-ს აქვს.

CNN-თან ინტერვიუში, შმიდტი ამბობს, რომ Google არის ლიდერი მონაცემთა უსაფრთხოებაში და ნებისმიერი კამათი ამასთან დაკავშირებით მსგავსად ტიმ კუკისა არასწორია. შმიდტი ახლა ატარებს ტურნეს სადაც არეკლამებს თავის ახალ წიგნს “როგორ მუშაობს Google” რომლის თანაავტორია Google-ის კიდევ ერთი ხელმძღვანიელი ჯონათან როზენბერგი.

“ვიღაც არსწორად საუბრობს Google-ის პოლიტიკაზე, რაც მისთვისვეა ცუდი,” თქვა შმიდტმა კუკზე. “Google, ჩვენ ყოვეთვის ვიყავით ლიდერები უსაფრთხოებაში და დაშიფრვაში. ჩვენი სისტემები გაცილებით მეტად დაცულია და დაშიფრული ვიდრე სხვა ვინმე, მათ შორის Apple. ისინი ახლა იზრდებიან და ეს მშვენიერია”

Apple-ის მხრიდან მომხმარებლის პრივატულობის დაცვისკენ გადაგმული ნაბიჯების კვალდაკვალ კუკმა გამოაქვეყნა ღია წერილი კომპანიის ვებსაიტზე, სადაც iCloud-ის დავის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ Apple არასდროს არ გამოიყენებს პირად მონაცემებს სარეკლამო კმპანიებისთვის და სხვა კომერციული სტრუქტურებისთვის, როგორც ამას სხვა გიგანტები აკეთებენ ხოლმე და რა თქმა უნდა ამაში მან Google იგულისხმა.

ტიმ კუკი ამბობს: რამდენიმე წლის წინა, ინტერნეტის მომხმარებლებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ როცა ონლაინ სერვისი უფასოა შენ არა ხარ მომხმარებელი, შენ ხარ პროდუქტი”

პასუხად შმიდტი მაბობს: “ყველაფერი რაც კუკმა თქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ არ არის მართალი. Gmail თავის მომხმარებლებს აჩვენებს რეკლამას და ეს ხალი არ არის, ამას ჩვენ დიდი ხანია ვაკეთებთ. ინფორმაცია რომლის ანალიზიც კეთდება ელ-ფოსტიდან გამოიყენება რეკლამის მიწოდებაში და მეტი არაფრისთვის.

შმიდტს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ჟულიან ასანჟის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სადაც ის ამბობს, რომ Google-ის ბიზნეს მოდელი ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოები მოდელზეა დაფუძნებული, რაზეც შმიდტმა უპასუხა, რომ ნაციონალური უსაფრთხოებს არა აქვს ბიზნეს მოდელი, რადგანაც ის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

შმიდტმა ისიც თქვა, რომ Google არ თანამშრომლობს ნაციონალურ უსაფრთხოებასთან არც ერთ სექტორში და ამ ორ მხარეს შორის არასდროს ყოფილა მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, რომ ჟულიანმა უნდა ჩაატაროს უფრო მეტი კვლევა სანამ უსაფრთხოდ ცხოვრობს საელჩოში. ასანჟი ამჟამად ცხოვრობს ეკვადორის საელჩოში ლონდონში რითაც ექსტრადიციას გაურბის.

შმიდტი და ასანჟ ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ, როცა გამოვიდა ჟულიანის წიგნი “When Google Met WikiLeaks” მას შემდეგ რაც იგივე დღეს წარმოდგენილი იყო “How Google Works”.

წიგნები: How Google Works When Google Met Wikileaks