Search

Google – მა საძიებო შედეგებიდან პირატული ბმულების სიის ბოლოში გადანაცვლება დაიწყო

google1592014

Google საძიებო სისტემაში ახალ ინსტრუმენტებს ცდის , რომელთა მიზანიც  პირატული კონტენტის შეზღუდვაა. ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე Google -ის საავტორო უფლებების უმცროსი კონსულტანტი კეტრინ ოიამა იტყობინება.

ერთ-ერთი ახალი ალგორითმი უზრუნველყოფს შემდეგს : Google – ში გამოჩნდება სპეციალური ბმული ლეგალური მუსიკალური და ვიდეო სერვისებისთვის, ძებნის  დასაწყისში წარმოდგენილი  იქნება ბმულები, რომლებშიც შემდეგი სიტყვებია ნახსენები : ”გადმოწერა”, ”უფასო”, ”ყურება”. ამას გარდა საძიებო ველში მუსიკოსის სახელის ჩაწერის შეთხვევაში გამოჩნდება პანელი ამ მომღერალის შესახებ ინფორმაციით , ასევე ბმულები  მისი ნამუშევრების ლეგალურად ჩამოსატვირთად.

ამასთანავე, საიტები რომლებმაც ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებები დაარღვიეს ძველებურად გამოჩნდებიან ძიების შედეგებში უბრალოდ იმ სხვაობით, რომ ამ ინტერნეტ რესურსებმა სიის ბოლოში გადაინაცვლეს.

ეს სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ ა.შ.შ – ში ფუნქციონირებს, მაგრამ Google მომავალში  მის დანერგვას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

განახლებული ანგარიში How Google Fights Piracy (როგორ ებრძვის Google პირატულ კონტენტს) – ის  თანახმად კომპანიამ 2013 წელს ინტერნეტ საიტების მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით 224 მილიონი საჩივარი მიიღო, რის გამოც კომპანიამ საძიებო სისტემიდან 222 მილიონი ბმული წაშალა.

წყარო : lenta.ru