gcfhhbsaqtquzlmrryqk

Windows 10-ის Start მენიუ სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ სანამ ამ სახეს მიაღწევდა ბევრი ცვლილება გამოიარა. გადავავლოთ თვალი, როგორ გამოიყურებოდა Start მენიუ Windows-ის ოპერაციული სიტემის წინა ვერსიებში.

Windows 95

Windows 95

ყველაფერი აქედან დაიწყო. Windows 95-მდე Start მენიუ არ არსებობდა. აქამდე ხალხი იყენებდა Program Manager-ს. ახლა კი Minesweeper-მდე წვდომა გამარტივდა და ცხოვრება გაიოლდა.

Windows XP

Windows XP

Windows XP გამოვიდა Start მენიუს ახალი იმიჯით. Microsoft-მა ის არსებითად შეაკეთა: შემოგვთავაზა ორი სვეტი და მეტი დაკონფიგურების ვარიანტი. ერთი დიდი გაუმჯობესება: სწრაფი წვდომა დოკუმენტებზე, სურათებზე და პერსონალურ ფაილებზე.

Windows Vista

Windows Vista

Windows Vista-სთვის Microsoft-მა მცირეოდენი კორექტირება შეიტანა. Vista-ს Start მენიუ არ იყო ცუდი, მაგრამ ის ახალს ახაფერს გვთავაზობდა. ამ პერიოდისთვის დიდი ცვლილება იყო ის, რომ Start მენიუს გაფართოება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას დააკლიკავდი.

Windows 7

Windows 7

Windows 7-მა წარმატებით გადაწყვიტა პრობლემები, რაც Vista-ს ჰქონდა, მაგრამ Start მენიუში დიდი ცვლილებები არ შეუტანია.
დიდი განსხვავება იყო ის, რომ Windows 7-ში შენ უკვე არ შეგეძლო Start Mენიუ გარდაგექმნა კლასიკურ სტარტის მენიუდ.

Windows 8

Windows 8

როდესაც მოვიდა Windows 8 გრანდიოზული ოცნებებით, სტარტის მენიუმ მიიღო რადიკალურად განსხვავებული სახე: გაიშალა მთელ ეკრანზე. Start მენიუ გადაიქცა Start ეკრანად და იყენებდა “კაფელს” პატარა ბარების ნაცვლად. სტარტის დაკლიკვისას სხვა სამყაროში გადადიოდი. Power Settings კიდევ ერთ სამარცხვინო ბარში იყო განთავსებული. მოკლედ, დიდი ქაოსი იყო.

Windows 10

Windows 10

და აი, ახლა სადაც ვართ: უკან, ჩვეულ სტარტ მენიუსთან. ეს სტარტ მენიუ შეიცავს კლასიკური სტარტ მენიუს უნარებს და ამასთანავე, ერთიანდება “კაფელთან” :-). სურვილის შემთხვევაში შეგიძლია გადახვიდე მთლიან ეკრანზე, მაგრამ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.