photo_1385665088_temp

Hewlett-Packard ოფიციალურად გაიყოფა ორ ნაწილად. HP-ის ოფიციალური ანონსი დღეს გაკეთდა და კომპნია პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერების ბიზნესს განაცალკევებს ენტერპრაისისა და სერვისების ბიზნესისგან. ეს გაყოფა ნიშნავს, რომ მიმდინარე დირექტორი მეგ უიტმანი გახდება PC და პრინტერების უფროსი და გააგრძელებს ასევე ენტერპრაის ბიზნესის ხელმძღვანელობასას. დიონ ვეისლერი, რომელიც არის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესის დირექტორი ხემლძღვანელობას გაუწევს PC და პრინტერების ბიზნესს.

HP Enterprise არის ახალი ნაწილი კომპანიაში და HP Inc გააგრძელებს მუშაობას PC და პრინტერების მიმართულებით. “გადაწყვეტილება გაგვეყო ბიზნესი ორ ბაზარზე ლიდერ კომპანიებად ხაზს უსვამს ჩვენი შემობრუნების გეგმას” ამბობს მეგ უიტმანი. “ეს ორივე ახალ კომპანიას დამოუკიდებლობას, ფოკუსს, ფინანსურ რესურსებს და მოქნილობას მისცემს, რითაც ადვილად მოერგება ბაზარს და მომხმარებლის დინამიკას” HP 2015 ფისკალური წლის ბოლოსკენ გეგმავს ამ გაყოფის დასრულებას.

ახალი HP ფოკუსირებული იქნება “ახალ გამოთვლით გამოწვევებზე” და ტექნოლოგიებზე, როგორიცაა 3D ბეჭდვა “როგორ ბაზრის ლიდერი ბეჭდვაში და პერსონალურ სისტემებში დამოუკიდებელი HP Inc იქნება ექსტრემალურად კარგ პოზიციაში, რომ იყოს ინოვაციების მიმწოდებელი ტრადიციულ ბაზარზე და ასევე აითვისებს 3D ბეჭდვის ბაზარსაც” ამობს დიონ ვეისლერი, რომელიც ახალი კომპანიის დირექტორი გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.