LibreOffice 4.3.3-ში გამოასწორეს 62 შეცდომა

LibreOffice 4.3.3 არის მესამე მინორული განახლება 4.3.x სერიისა. განახლება 4.3.2 გამოვიდა სექტემბერში.
ახალ ვერსიაში გამოსწორებულია 62 შეცდომა და შეტანილია სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც:
- დოკუმენტში შესაძლებელია სურათის მიმაგრება URL-ს საშუალებით
- გაიოლდა სქოლიოდან ფაილის ექსპორტირება PDF-ში
- შესაძლებელია მაკროსების ბიბლიოთეკის უპრობლემოდ გაშვება
სრული სია შეგიძლია ნახო აქ.
გადმოწერე LibreOffice 4.3.3
4.2 ოჯახიდან საბოლოო განახლება არის 4.2.7, რომელშიც გამოსწორებულია 200-ზე მეტი შეცდომა. LibreOffice 4.3.3 და LibreOffice 4.2.7-ის საინსტალაციოები შეგიძლია გადმოწერო აქედან.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2014 ·არქივის შესახებ

