
როგორც ლინუქსის შემქმნელი და მისი ბირთვის მთავარი დეველოპერი Linux Kernel-ის მეილინგ ლისტში გვატყობინებს გამოვიდა ბირთვის 3.17 ვერსია, რომელშიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი განახლებები და ახალი კოდი შევიდა. გარდა იმისა, რომ დაემატა მთელი რიგი ახალი მოწყობილობების და პროგრამული მოდულების მხარდაჭერა, ბირთვში შესანიშნავი სიახლეებიცაა:
- Microsoft Xbox One ჯოისტიკის მხარდაჭერა (ვიბრაციის გარეშე)
- დამატებითი განახლება Sony SIXAXIS მხარდაჭერაში
- Toshiba “Active Protection Sensor” მხარდაჭერა
- ახალი ARM პროცესორების მხარდაჭერა გაფართოვდა და დაემატა Rockchip RK3288 და AllWinner A23 სისტემები
- “Cross-thread filter setting” დაცული გამოთვლითი სისტემისთვის
- Broadcom BCM7XXX-პლატების მხარდაჭერა (გამოიყენება უამრავ მოწყობილობაში)
- გაუმჯობესებული AMD Radeon R9 290 მხარდაჭერა
- Nouveau დრაივერის გაუმჯობესება, ახალი Kepler GPU ჩასწორებით
- აუდიოს მხარდაჭერაში დაემატა Wildcatpoint Audio DSP, Intel Broadwell ულტრაბუქებისთვის.
ლინუქის ახალი ბირთვის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:
