Search

Microsoft Band – ახალი ფიტნეს ტრეკერი

გიგანტმა რედმონდიდან, რომელიც არც ისე ხშირად უშვებს ახალ გაჯეტებს ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი მოწყობილობა. ამჯერად საუბარია ძალიან მაღალტექნოლოგიურ ფიტნეს-ტრეკერზე. მოწყობილობას სახელად Microsoft Band დაარქვეს და როგორც ჩანს მისმა შემქმნელებმა საქმეს ზედმიწევნით გაართვეს თავი.

microosft-band-1

Microsoft Band-ის შესაძლებლობები

ტრეკერი აღჭურვილია 10 განსხვავებული სენსორით, ასევე 1,4 დიუმიანი ეკრანით. ამი გარდა დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ავტონომიურ რეჟიმში ის 2 დღე-ღამის განმავლობაში იმუშავებს. აკუმლატორის მოცულობა კი სულ რაღაც 100 მა/საათია.

მოწყობილობაში ჩაშენებული დისპლეი, სენსორულია და მისი გარჩევადობაა 320×106 პიქსელი.

microosft-band-2

Microsoft Band-ში არის ასევე მიკროფონი, ასე რომ ბრასლეტიდან შეიძლება Cortana-სთან ურთიერთობა, რომელიც Siris ანალოგია Microsoft-ისგან.

Microsoft Band საშუალებას იძლევა დავითვალოთ გავლილი ნაბიჯები, დახარჯული კალორიები და მანძილი. ასევ არის ოპტიკური სენსორი გულის ცემის რითმის ჩაწერისათვის. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია არის ადამიანის სტრესის დონის განსზაზღვრა. გაჯეტში ასვე არის GPS მოდულიც.

ფიტნეს-ფუნქციონალის გარდა მოწყობილობა ჭკვიანი საათიცაა. სმარტფონთან დაკავშირების შემთხვევაში (Microsoft Phone, Android, iOS) Microsoft Band შემომავალი ზარების, შეტყობინებების (მათ შორის ელ-ფოსტა და სოც. ქსელები) გამოტანას შეძლებს დისპლეიზე.

microsoft-band-animation

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფიტნეს-ტრეკერი, მხოლოდ დასაწყისია უფრო მასშტაბული Microsoft Health პროექტისა, რომელიც მომხამრებელს საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში თვალყური ადევნოს საკუთარი ორგანიზმის აქტივობას. ამის გარდა კომპანიამ გახსნა სერვისი Microsoft Health რომელსაც შეუძლია სხვა მწარმოებლების ტრეკერებიდანაც მიიღოს მონაცემები.

კოპრორაციამ ამ ეტაპზე უკვე გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულებები Gold’s Gym, MyFitnessPal, RunKeeper, MapMyFitness და Jawbone-თან.

https://www.youtube.com/watch?v=CEvjulEJH9w