1

განვითარებულ  ქვეყნებში და საქართველოშიც Windows-ის ყიდვა შესაძლებელია DVD დისკზე 130$-ფარგლებში და ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ აქტუალურია. Windows 8-ზე განახლება ფასიანი იყო თუმცა 8-დან 8.1-ზე განახლება გარკველული საფასურის ხარჯზე ხორციელდება რაც ახალი პრაქტიკა იყო Microsoft-ში. Apple-ის კვალდაკვალ, რომელიც მობილურ მოწყობილობებზე სისტემის განახლებაში და ახლა უკვე დესკტოპზეც ფულის გადახდას არ ითხოვს. Microsoft-იც აპირებს ამ მოდელის ამოქმედებას და ეს გავრცელდება როგორ Windows Phone ასევე Windows სამაგიდე ვერსიებზეც.

ოპერაციული სისტემის განახლებაში ფულს მოთხოვნა მობილური მოწყობილობებისთვის უაზრობა იყო და კომპანიებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. სმარტფონებზე განახლება მანამ გამოდის სანამ მისი აპარატული შესაძლებლობები დააკმაყოფილებს ახალი ვერსიის მოთხოვნებს. რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე პრაქტიკა პერსონალურ კომპიუტერებზე?

Microsoft-მა დუმილი არჩია Windows-ის ახალი ვერსიის ფასის დასახელებისას, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ  8-დან 10-ზე განახლება მომხმარებლებისთვის უფასო იქნება? ექსპერტებს დიდი მოლოდინი აქვთ, რომ ეს განახლება უფასო იქნება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

თუ Microsoft-ს უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიციები PC ბაზარზე, მას ჭირდება სამომხამრებლო და კორპორაციული ბაზრების განცალკევება. უფრო ლოგიკურია საწარმოოსგან მოითხოვო ლიცენზირება ვიდრე ჩვეულებრივი მოხმარებლისგან, რადგანაც ძალიან ბევრი მომხმარებელი არ გადაიხდის განახლებაში 100$-ის ფარგლებში თანხას და სავარაუდოდ წინა ვერსიაზე დარჩება რისი ნათელი მაგალითიც არის წარსულში Windows XP და ახლა უკვე Windows 7.

უმრავლესობა მომხმარებლებს XP დან 7-ზე განახლების სურვილი არ ქონდა იმიტომ, რომ XP მათ აკმაყოფილებდათ და 7-ზე განახლების სურვილი ხშირად ფაიდან გამომდინარე ნაკლებად იყო სასურველი. განსხავავებული სიტუაციაა 8 და 8.1 ვერსიებთან სადაც ფასს ისიც დაემატა, რომ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი იმდენად უცხო აღმოჩნდა ტრადიციული მომხამრებლისთვის, რომ მათ 7-ზე დარჩენა არჩიეს.

Windows-ის უფასოდ გავრცელება ძალიან ხელსაყრელი იქნება Microsoft-თვის და მომხმარებლებსაც და კომპანიასაც მოეხსენბათ დამატებითი ბარიერები და მეტი იქნება მოტივაცია კომპიუტერში დაყენებული იყოს საოპერაციო სისტემის უახლესი ვერსია. ახალ მოდელზე გადასვლა Microsoft-ს საშუალებას მისცემს თავიდან მოიშოროს სამომხმარებლო ვერსიების მრავალფეროვნება და ფოკუსირება მოახდინოს ორ მთავარ მიმართულებაზე, სამომხმარებლო და საწარმოო საეტორებზე.

წარმოიდგინეთ, რომ Windows 10 გამოვიდა სრულიად უფასოდ მათთვის ვისაც აქვს Vista და მასზე უფრო ახალი სისტემა, (როგორც OS X-ის შემთხვევაში ხდება ახალ ვერსიაზე გადასვლა). ძალიან ბევრი მომხამრებელი ავომატურად გადავა ახალ სისტემაზე და საწარმოო სექტორიც თავისთავად გადავა ახალ ვერსიაზე რადგანაც იძულებული იქნება მხარი აუბას სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაზეც ყურადღების მიქცევა არ იქნებოდა ურიგო. Windows-ის უფასოდ გავრცელების შემთხვევაში მომხამრებელი მეტ ყურადღებას მიაქცევს სერვისებს როგორიცა OneDrive და Office365 რომლებიც ფასიანი პროდუქტებია და კომპანიისთვის რეგულარული შემოსავალი მოაქვთ.

დიდი იმედი მაქვს და მოლოდინი, რომ Microsoft-ის ანალიტიკოსებიც ამ აზრზე არიან და ძალიან მალე ვიხილავთ ამის დამადასტურებელ ფაქტებსაც. რა თქმა უნდა ძნელი იქნება Windows-ის უფასოდ გამოშვება, რომელსაც წელიწადში დაახლოებთი $5 მილიარდი შემოაქვს კომპანიისთვის, მაგრამ მომავალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით ამ ნაბიჯის გადადგმა არათ ღირს არამედ აუცილებელიცაა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყოველ მომდევნო წელს გაცილებით ნაკლები პერსონალური კომპიუტერი იყიდება რაც პლანშეტების და სმარტფონების პოპულარობის გაზრდითაა განპირობებული და ეს ტენდენცია კიდე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. იმისთვის რომ კომპანიამ შეინარჩუნოს შემოსავლები და მომხმარებლები Windows პლატფორმა უნდა გახდეს უფასო და ფოკუსი უნდა გაკეთდეს ფასიან სერვისებზე როგორ Windows-ზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

დრო როდესაც Windows-ის განახლება ფასიანი იყო წარსულს ბარდება და ეს მოხდება იმისდა მიუხედავად უნდა თუ არა Microsoft-ს ეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.