Yosemite-ს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს, ზოგი მათგანი დამალულია. გთავაზობთ, დამალული მახასიათებლებიდან რამდენიმე მათგანს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გინახავთ.
10. QuickType ნებისმიერ აპლიკაციაში
Yosemite-ს აქვს QuickType ფუნქციონალი მსგავსად iOS 8-სა. როდესაც ბეჭდავ ნებისმიერ Apple-ის აპლიკაციაში, ESC-ზე დაჭერით მიიღებ შემოთავაზებებს შემდეგ სიტყვაზე.
9. Flyover რუკაში
თუ გინდა რომ აიღო ქალაქში სწრაფი ტური, ამისთვის Apple-მა დაამატა 3D Flyover ფუნქციონალი რუკებში. უბრალოდ ჩაწერე მხარდაჭერილი ქალაქის სახელი, დააწკაპუნე 3D Flyover Tour ღილაკს და “გაემგზავრე”.
8. დისტანციურად დახურე ჩანართები შენს iOS მოწყობილობაში
შემთხვევით შენს iPad-ში ჩართული დაგრჩა ჩანართი, რომელიც არ გინდა სხვამ იხილოს? შენ შეგიძლია ის დისტანციურად დახურო. გახსენი Safari შენს Mac-ში, გახსენი ახალი ჩანართი და დააკლიკე X-ს ნებისმიერი ჩანართის გვერდით, რომელიც გინდა დახურო.
7. შეაჩერე შემომავალი მესიჯები
შენ შეგიძლია შეაჩერო შემომავალი მესიჯები Yosemite-ში მესიჯების აპლიკაციაში ისევე, როგორც ამის გაკეთება შეგიძლია iOS-ში. ამისათვის, “Details”-ში შეარჩიე ფუნქცია “Do Not Sisturb”.
6. გადაადგილე Dock
არ მოგწონს Dock-ის ადგილმდებარეობა შენს სამუშაო მაგიდაზე? მიიტანე კურსორი Dock-თან და Shift+Click-ზე დაწკაპუნებით შეგიძლია გადაადგილო Dock შენთვის სასურველ ადგილას.
5. გადაუღე ვიდეო iOS ეკრანს
ახლა უკვე შეგიძლია დაგაუღო ვიდეო შენს iOS მოწყობილობის ეკრანს ვიდეო Yosemite-დან. სამწუხაროდ, ამისათვის დაგჭირდება შენი iOS მოწყობილობა შეართო Mac-თან კაბელით. შემდეგ გაუშვი ნებისმიერი ჩამწერი პროგრამა, რომ იპოვო შენი მოწყობილობა, როგორც კამერა.
4. განახლებები Spotlight-ში
Spotlight-ს უკვე შეუძლია განახორციელოს საზომი ერთეულების გარდაქმნები. ჩაწერე სასურველი თანხა და ვალუტა, რომელშიც გინდა განახორციელო გარდაქმნა და დარჩენს Spotlight გააკეთებს.
3. ტრეკპედით ხელმოწერა მეილში
iSight კამერით ხელმოწერის ძველ ფუნქციას დაემატა იგივე შესაძლებლობა ტრეკპედის საშუალებით. ჩატვირთეთ ნებისმიერი დოკუმენტი დათვალირების რეჟიმში ან ელ-ფოსტის პროგრამაში, დააჭირეთ ხელმოწერის ღილაკს და აირჩიეთ ტრეკპედი.
2. გააზიარე შენი ეკრანი მესიჯებიდან
Yosemite-ში ეკრანის გაზიარება კიდევ უფრო მარტივი გახდა. თუ ორივე მომხმარებელი იყენებთ მესიჯების აპლიკაციას, დააჭირე “Details” და აირჩიე ეკრანის გაზიარების ხატულა.
თუ მუშაობ გვიან ღამე, Yosemite-ში შეგიძლია გამოიყენო Dark Mode. ამისათვის ეწვიე System preferences > General და დააკლიკე “Use dark menu bar and Dock”-ს.