Search

მეცნიერებმა შესაძლოა სიკვდილის ხუთი წლით ადრე წინასწარმეტყველების ინსტრუმენტს მიაკვლიეს

Smell

ასაკოვან ადამიანებში სუნის გარჩევის შეუძლებლობა, წარმოადგენს სიკვდილის ძლიერი პროგნოზირების ფაქტორს, ამბობენ ამერიკელი მეცნიერები. 5 წლის განმავლობაში კვლევების მონაწილეების 39 პროცენტი გარდაიცვალა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ვერ შეძლეს ყნოსვის უმარტივესი ტესტის გავლა. მათ ვისაც ჯანმრთელი ყნოსვა აღმოაჩნდათ, ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 10 პროცენტი შეადგინა. მეცნიერებმა დასკვნები წარმოადგინეს ჟურნალ PLoS One-ში.

2005-2006 წელბში ექიმებმა ხანშიშესულ ამერიკელებს (57-85 წელი) ჩაუტარეს 5 განსხვავებული სუნის ტესტი. რესპოდენტების უმეტესობამ (78 პროცენტი) ზუსტად განსაზღვრა ოთხი-ხუთი სუნი, 20 პროცენტმა – ორი ან სამი, 3,5 პროცენტმა – ერთი ან არცერთი.

ხუთი წლის შემდეგ, მეცნიერები დაუბრუნდნენ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებმაც გაიარეს ტესტი. იმ დროისთვის გარდაიცვალი იყო 430 ადამიანი – 12,5 პროცენტი. დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით (ასაკი, სქესი, რასა, შემოსავლების და განათლების დონე, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა) სიკვდილიანობა იმ ადამიანებში, რომელსაც გაუარესებული ყნოსვა ჰქონდათ (2005-2006 წლებში) გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.

„ჩვენი აზრით, ყნოსვის დაკარგვა – ეს მაჩვენებელია, ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია. მას არ მივყავართ სიკვდილამდე, ის უბრალოდ წინ უძღვის ამ მოვლენას – ის წარმოადგენს ნიშანს იმისა, რომ ორგანიზმში ხდება რაღაც საშიში. ჩვენი კვლევები მოგვცემს საშუალებას შევიმუშაოთ მარტივი და იაფი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას გამოვავლინოთ რისკ ჯგუფები“, – განაცხადა სამუშაოების წამყვანმა ავტორმა ჯაიანტ პინტომ.

მეცნიერებს ჯერ-ჯერობით არ გამოურკვევიათ, თუ რატომ არის დაკავშირებული სიკვდილთან კონკრეტულად ყნოსვა. ამ დროისთვის ისინი რამოდენიმე ჰიპოთეზას განიხილავენ. პირველის თანახმად, ყნოსვითი ნერვი – ეს ერთადერთი თავის ქალის ნერვია, რომელიც უშუალოდ ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი გავლით, დაბინძურებული ნივთიერებები, მიკრობები და მავნე ნაწილაკები ხვდება ატმოსფეროდან ნერვულ სისტემაში. მეორე ჰიპოთეზა მიუთითებს თვითრეგენერირებად ღეროვან უჯრედებზე ყნოსვით სისტემაში. ასეთ შემთხვევაში სუნების გარჩევის უნარის დაკარგვა ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ ორგანიზმს აღარ შეუძლია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის რეგენერირება.