6 თვის შემდეგ გამოვიდა Ubuntu-ს უახლესი ვერსიის სტაბილური რელიზი.
Ubuntu 14.10, კოდური სახელით “Utopic Unicorn”, შეკაზმულია უახლესი ცვლილებებით, მნიშვნელოვანი პროგრამული განახლებებით; შეცდომები შესწორებულია და სტაბილურობა გაუმჯობესებული.
ამ რელიზში დეველოპერები უფრო მეტ სიახლეს ნახავენ, ვიდრე მომხმარებლები. Ubuntu 14.10-ში დაემატა ‘Ubuntu Developer Tools Centre’ სადაც ადვილად შეძლებთ დააყენოთ Android SDK და მისთვის საჭირო ინსტრუმენტები. Canonical-მა თქვა, რომ მალე დაემატება Go, Dart და სხვა პლატფორმები.
რელიზი ეძვნება Ubuntu-ს მეათე დაბადების დღეს და მასში არ არის მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ფუნქციონალის განახლებები, ვიზუალური ცვლილებები და თუნდაც, ახალი ვოლფეიფერი. მაგრამ, მეორეს მხრივ, მარტივად იგრძნობა, როგორ განვითარდა Ubuntu ბოლო წლების განმავლობაში. ის უფრო სრულყოფილი და სტაბილურია. ასევე, მისთვის მშობლიური გახდა Ambiance თემა. შეცდომებით სავსე ვერსიები შეიცვალა გაცილებით უფრო სტაბილური და საიმედო რელიზებით.
მნიშვნელოვანი აპლიკაციები:
- LibreOffice 4.3.2.2
- Firefox 33
- Thunderbird 33
- Nautilus 3.10
- Evince 3.14
- Rhythmbox 3.0.3
- Unity 7.3.1
საზოგადოებრივი ვოლფეიფერები:
ყოველ ახალ რელიზში ემატება რჩეული ფონები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში Ubuntu-ს ჩატარებული ვოლფეიფერების კონკურსის შედეგია.
Ubuntu Linux Kernel 3.16
Linux Kernel 3.16-ის ყველა სიახლე წარმოდგენილია Utopic-ში: Intel-ის ზოგიერთი უახლესი პროცესორის მხარდაჭერა, მათ შორის, Haswell და Broadwell; გაუმჯობესებულია NVIDIA-ს და AMD-ს გრაფიკა; გაუმჯობესებულია აუდიო Radeon H.264 ვიდეო დეკოდერის გავლით.
ჩამოტვირთეთ Ubuntu 14.10
Ubuntu 14.10 ხელმისაწვდომია Canonical-ის სერვერებზე Torrent-ის სახით. თუ თქვენ უკვე გაქვთ Ubuntu 14.10, ახალ ვერსიაზე გადასვლა შესაძლებელია განახლებების დაყენების გზით.
Ubuntu 14.10 Desktop (64bit) Torrent Ubuntu 14.10 Desktop (32bit) Torrent