ბრაუზერის დამატების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ სიახლეების ზოლი, გაუგზავნოთ მესიჯები თქვენს მეგობრებს და განაახლოთ სტატუსი თქვენი ბრაუზერის ხელსაწყოთა პანელიდან. დამატებებს ასევე შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი გამოცდილება Facebook -ზე სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად სურათის გადიდება უბრალოდ კურსორის სურათთან მიტანით.
იხილეთ მოსახერხებელი Facebook დამატებების სია :
Social Fixer , როგორც დამატება ხელმისაწვდომია ძირითადი ბრაუზერებისთვის Internet Explorer -ის გარდა, ადრე მას “Better Facebook” ერქვა, შემდეგ Facebook-ის ადვოკატების ჩარევის შედეგად სახელი გადაერქვა , თუმცა დღემდე მას მაინც ძველი სახელით მოიხსენიებს მომხმარებელი.
Social Fixer ფილტრავს თქვენიFacebook სიახლეების ზოლს, მალავს პოსტებს, რომელიც თქვენ უკვე წაიკითხეთ, მაგალიათად შეტყობინებებს დაბადების დღეებზე, შეგიძლიათ სურვილისამერ მოირგოთ ეს პანელი და გაზარდოთ ან დააპaტარაოთ ფონტის ზომა.
Photo Zoom for Chrome -ს , რომელიც Facebook -ზე ნებისმიერ გამოსახულებას ადიდებს კურსორის მიტანით, 62,140 მიმოხილვა აქვს ქრომის ვებ-მაღაზიაში და მისი საშუალო ქულა 5 ვარსკვლავია.
არსებობს მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა დამატებებიც, თუმცა Photo Zoom for Chrome მათ შორის საუკეთესოდაა აღიარებული.
3. Adblock Plus
Adblock Plus რეკლამების დაბლოკვის ყველაზე პოპულარული საშუალებაა , ეს დამატება ხელმისაწვდომია : Chrome -ისთვის, Firefox -ისთვის, Safari -სა და Internet Explorer -ისთვის და აქრობს ყველანაირ სარეკლამო ბანერს Facebook -დან. ასევე სხვა საიტებზე ბლოკავს სოციალური მედიის ღილაკებს, რომლებიც გთხოვენ გარკვეული გვერდების მოწონებას.
4. Hootlet
Hootlet არის Chrome-სა და Firefox -ის დამატება Hootsuite სერვისიდან, რომელიც საუკეთესოა სხვადასხვა სოციალური მედიის ინტეგრირებისთვის ერთ საერთო სივრცეში კონტენტის გაზიარებისთვის. დამატება Hootlet -ის დახმარებით არ გაქვთ საჭიროება მოინახულოთ Hootsuite ვებ-გვერდები, ნაცვლად ამისა თქვენ შეგიძლიათ ბრაუზერიდანვე რამდენიმეჯერ დაკლიკებით გააზიაროთ Facebook -ის პოსტები.
Facebook for Chrome არის რიგი ფუნქციებით გაერთიანებული შესანიშნავი დამატება. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სიახლეების ზოლი და შემოთავაზებები, მიიღოთ და გააგზავნოთ მესიჯები ინბოქსიდან და გახსნათ Facebook -ის მთლიანი ვებ-გვერდი. ინტერფეისი ძალიან მარტივია და ხელმისაწვდომია პირდაპირ ბრაუზერის პანელიდან.
6. Photon
ხელმისაწვდომია მხოლოდ ქრომისთვის, Photon ამატებს მენიუს Facebook -ის სურათებზე, რომლის საშუალბითაც თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ , გააზიაროთ და დაარედაქტიროთ ფოტოები. რედაქტირების ფუნქცია ხსნის pop-up მენიუს, რომელშიც შედის ფოტოს ამოჭრა, გაფილტრვა და ჩარჩოში ჩასმა.