Android-ის არც ერთი რელიზი არ ითვლება დასრულებულად სანამ ის არ გამოქვეყნდება AOSP სახით. Google-მა უკვე დაიწყო და დაასრულა Lollipop-ის წყარო კოდის გამოქვეყნება Android Open Source Project-ის ფარგლებში. კოდის ყოველი სტრიქონი, ყოველი რესურსი და ყოველი კონფიგურაციის ფაილი წარმოადგენს Google Android-ის დეველოპერთა ჯგუფის ნამუშევას.
ახალი ტოტის სახელია lollipop-release. ოფიციალური რელიზის ტეგი უკვე გამოქვეყნდა და მას 5.0_r1 ქვია. ანაწყობის ნომერი LRX21M. ასევე განხლდება მოწყობილობების შესაბამის რეპოზიტორიებიც, რომელთა შორის არის Nexus მოწყობილობები და მათ შორის 2012 წლის Nexus 7.
დაემატა ახალი მოწყობილობებსი რეპოზიტორიებიც და მათ შორის არის Nexus Player (fugu + kernel), Nexus 6 (shamu + kernel), და Nexus 9 (flounder + kernel). ასევე არის ახალი მოწყობილობის რეპოზიტორია სახელით atv, რომელიც არის ADT-1 Android TV-თვის. რეპოზიტორიებში ასევე დაემატა 64-ბიტის მხარდაჭერაც.
AOSP კოდის გამოქვეყნება ხელს უწყობს მომხმარებლებისა და მცირე დეველოპერების ჯგუფების მიერ საკუთარი პროექტების ახალ პლატფორმაზე გადასვლის პროცესს. ძალიან მალე ვიხილავთ ცნობილი Android მოდიფიკაციების Cyanogen Mod-ისა და OmniROM-ის უახლეს ვერსიებს, რომლებიც უფრო გაფართოებული და უნიკალური ფუნქციონალით დატვირთულ საოპერაციოს სისტემებს გვთავაზობს ფლაგმანური და სხვა მხარდაჭერილი მოწყობილობებისათვის.