Search

Themes აპლიკაცია Cyanogen OS-ის მომხმარებლებისათვის

 

cyanogen-themes

Cyanogen-მა, რომელიც არის კომპანია CyanogenMod-ით ცნობილი გამოუშვა მათი უახლესი “კომერციული” პროდუქტი. Themes აპი საშუალებას მოგცემთ შექმნათ თქვენთვის სასურველი თემა Cyanogen OS-თვის. ასევე არის ახლი Themes Studio აპლიკაცია ატვირთვისადა და პუბლიკაციისათვის.

საშუალება რომ შევცვალოთ Cyanogen OS-ის თემები სიახლე არ არის. ახალი თემების ძრავა წლის დასაწყისში იქნა წარმოდგენილი CyanogenMos 11S-ვერსიასთან ერთად და მისი დებიული OnePlus One-ზე გაკეთდა. სხვა საოპერაციო სისტემებისგან განსხვავებით Cyanogen-ის ძრავა საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ დიზაინის თითქმის ყველა ასპექტი, მათ შ`რის ფონტები და ჩატვირთვის ანიმაცია. Cyanogen-ის თემების აპლიკაცია გვთავაზობს მსგავს ფუნქციონალს მაგრამ ექნება გარკვეული შეზღუდვები კომერციულ საოპერაციო სისტემაში. ახალი Themes აპლიკაცია წინასწარ დაყენებული იქნება Cyanogen OS მოწყობილობებზე.

https://www.youtube.com/watch?v=Hs75KX83ttE

კომპანიამ ასევე გამოაცხადა თემების დიზაინის კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო დიზაინერების გამოვლენას. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც ძველი ასევე ახალი Theme Studio ვებ-საიტის მონაწილეებიც. სამი საუკეთესო თემა გამოცხადებული ინქება დეკემბერში და მიეცემა Cyanogen-ის ბრენდირება და დაყენდება ახალ მოწყობილობებზე, რომელბიც ასევე დეკემბერში დაანონსდება.