Facebook-Factory-Thumb

Facebook  ცდილობს იყოს ტექნოლოგიური სიახლეების წყარო და არა უბრალოდ ბავშვების სურათებისა და მეგობრების ნახვის საშუალება.

FB Newswire -ის გამოშვებიდან 7 თვის შემდეგ გიგანტურმა სოც. ქსელმა წარმოადგინა ბრენდული დამატება, რომელიც ყურადღებას ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე  გაამახვილებს.

FB Newswire -სა და Techwire -ს Storyful მართავს, ის გააზიარებს საინტერესო კონტენტს ტექნოლოგიის სფეროდან  Facebook -ზე, რომლებზეც მიმაგრებული იქნება სურათები და ვიდეობი , რომელთა გამოყენებასაც ჟურნალისტებიც შეძლებენ.

Newswire – ის მსგავსად Techwire -ის მიზანიც Facebook პროფილის მეტი ინფორმატიულობაა. მას შემდეგ რაც Twitter აღიარეს სიახლეების საუკეთესო გამშუქებლად, Facebook -მა ხელიდან გაუშვა რეალურ დროში რეკლამების გაყიდვის შესაძლებლობა. Twitter -სა და Facebook-ს შორის არსებული უფრსკულის შესავიწროვებლად ამ უკანასკნელმა 2013 წლის ივლისში წარმოადგინა hashtag და  ამავე წლის იანვარში Trending Topics.

 

Facebook თავის 1.35 მილიარდიან აქტიური მომხმარებლთან ერთად 4-ჯერ აღემატება Twitter -ის მომხმარებელთა ბაზას,  ასე რომ რეალურად ის  ავრცელებს მეტ ინფორმაციას. უახლესი კვლევების მიხედვით მომხმარებელი პოლიტიკურ სიახლეებს ყველაზე ხშირად სწორედ  Facebook -ის მეშვეობით იგებს, რა თქმა უნდა ადგილობრივი ტელევიზიები ამ წყაროებში არ იგულისხმება.

B2RhhUZCEAAwMen

სოციალური მედია გიგანტის – ტექნოლოგიურ სფეროში გადადგმული ნაბიჯი საკმაოდ ლოგიკურია. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Twitter  ყოველთვიურად 554 მილიონ ტექნოლოგიურ სიახლეს აქვეყნებს. გასულ კვირას Twitter -ში ყველაზე პოპულარული თემა იყო საკვები  66 მილიონი ტვიტით.

Techwire -თან ერთად Facebook -ს  ასევე შეუძლია მოიცვას უფრო ფართო არეალი მედიაში გასაშუქებლად. Newswire -მა კონტრაქტები გააფორმა : BBC, The Washington Post, the New York Times  და სხვა პოპულარულ პუბლიკაციებთან, რომელთაც გასულ წელს დროულად მიაწოდა უახლესი ინფორმაცია გასულ ზაფხულს ღაზას კონფლიქტის, მსოფლიო ჩემპიონატის და ფერგისონისა და მისურის აჯანყებების შესახებ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.