VLC ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მედია ფლეერია. მას ფართო ფუნქციონალი აქვს, რომელის შესახებაც, შესაძლოა, შენც არ იცოდე.
- გადმოწერე ვიდეოები YouTube-დან
VLC საშუალებას იძლევა ვუყუროთ და გადმოვწეროთ ვიდეოები YouTube-დან.
1. მოიძიე ვიდეო YouTube-ში – მაგალითად ეს – დააკოპირე URL მისამართის ზოლიდან.
2. VLC-ში გახსენი Media > Open Network Stream.
3. დააკოპირე ვიდეოს ლინკი შესაბამის ზოლში და დააკლიკე Play-ს.
4. გახსენი Tools > Codec Information.
5. ქვემოთ მოცემულია ყუთი წარწერით “Location”. მარჯვენა ღილაკზე დაკლიკვით მონიშნე და დააკოპირე მის გვერდით განთავსებული ტექსტი.
6. დაუბრუნდი ბრაუზერს და დაკოპირებული დააფეისთე მისამართის ზოლში. ეს გახსნის ფაილს YouTube-ის სერვერებიდან.
7. დააკლიკე ვიდეოს მარჯვენა კლიკით და აირჩიე “Save Video As”.
ასევე, შეგიძლია წითელი Record ღილაკზე დაკლიკვით ჩაწერო კლიპი YouTube-ის ვიდეოდან, როდესაც ის გაშვებულია VLC-ში. ეს ფუნქცია მოხერხებულია, როდესაც დიდი ვიდეოდან პატარა ნაწილის მოპარვა გინდა.
- გადაუღე ვიდეო შენს სამუშაო მაგიდას
სამუშაო მაგიდაზე ვიდეოს გადამღევი პროგრამები ან უფასო და ცუდი ხარისხისაა ან კარგი და ძვირიანი. VLC ცდილობს ბალანსი დაიკავოს ამ ორს შორის.
1. დაკლიკე Media > Open Capture Device.
2. “Capture Mode”-ის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე “Desktop”.
3. აირჩიე ვიდეო გადაღების სიხშირე. სამუშაო მაგიდისთვის 1,5 საკმარისი იქნება.
4. “Play”-ს ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე “Convert”.
5. “Profile” ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე MP4.
6. “Destination” ზოლში აირჩიე მდებარეობა, სადაც გინდა შეინახოს დასრულებული ფაილი.
7. დააკლიკე “Start”-ს.
VLC სცენის მიღმა მდომი დაიჭყებს გადაღებას. როდესაც მორჩები მუშაობას, ფლეერში დააკლიკე Stop ღილაკს და VLC დაასრულებს გადაღებას.
- ვიდეო ფაილების კონვერტირება
VLC-ს ასევე აქვს ჩაშენებული ვიდეო კონვერტერი. შესაძლოა შენ გჭირდება ფაილისთვის ფორმატის შეცვლა, ამისთვის აუციელბელი არ არის გადმოწერო ცალკე აპლიკაცია.
1. დააკლიკე Media > Convert/Save.
2. File Selection-ში დაამატე ფაილი, რომელისთვისაც გსურს ფორმატის შეცვლა.
3. დააკლიკე ‘Convert/Save’-ს.
4. დააკლიკე Settings ხატულას და აირჩიე ფორმატი, რომელშიც გსურს ფორმატირება.
5. “Destination”-ში მიანიჭე ფაილს მდებარეობა და სახელი.
6. დააკლიკე Start-ს.
- გადაიღე შენი ვებკამერით
შესაძლებელია შენს ვებკამერას არ აქვს პროგრამა, რომლითაც გადაიღებ სურათებს ან ვიდეობს. VLC საშუალებას იძლევა გადაიღო ვიდეოები YouTube-სთვის ან გადაიღო ვიდეო მესიჯები მეგობრებისა თუ ნაცნობებისთვის გასაგზავნად.
1. დააკლიკე Media > Open Capture Device.
2. “Capture Mode”-ის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიე DirectShow.
3. “Video device name”-სთვის აირჩიე შენი ვებკამერა.
4. “Audio device name”-სთვის აირჩიე შენი მიკროფონი.
5. დააკლიკე “Advanced options”-ს.
1. თუ გინდა რომ გამოიყენო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოყვება შენს მოსწობილობას, მონიშნე “Device properties”.
2. ან შეიყვანე სიდიდე “Video input frame rate”-სთვის. 30 ოპტიმალური ვარიანტია.
3. დააკლიკე OK-ს.
ახლა უკვე ორი ვარიანტი გაქვს. შეგიძლია დააკლიკო Play-ს, გაუშვა ვიდეო ლაივში და წითელ Record ღილაკლზე დაჭერით გადაიღო სეგმენტებად. ან შეგიძლია “Convert/Save” ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიო სად შეინახო გადაღებული ვიდეო.