Search

Google-მა NASA-ს უზარმაზარი ანგარები დაიქირავა

or6mp85eoccjpvri0izz-650x314

კომპანია Google-მა მოფეტის სახელმწიფო აეროდრომი აიღო იჯარით, რასაც სპეციალისტები უბრალოდ მორიგ კაპიტალდაბანდებას არ უკავშირებენ. მოფეტის აეროდრომი დიდ ხნის განმავლობაში Google-ის ხელმძღვანელობის კერძო თვითმრინავებისთვის გამოიყენებოდა. როგორც ერთი შეხედვით ჩანს უახლოესი 60 წლის ვადით მისი დაქირავება იმისთვის, რომ ყოველთვის ხელმსაწვდომი ყოფილიყო კომპანიისთვის ნამდვილად არ ღირდა რაც 1,16 მილიარდი დოლარი დაჯდა. აეროდრომის შენახვა NASA-ს 6,3 მილიონი დოლარი უჯდებოდა წელიწადში რაც გასაგებია, რომ სააგენტოსთვის დიდი შეღავათია.

131367

მაშინ როდესაც NASA აფართოებს თავის კოსმოსურ პროგრამას, ჩვენ ვცდილობთ მაქსიამალურად შევამციროთ ჩვენი აქტივები დედამიწაზე” – ელეგანტურად იხუმრა გარიგების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდენმა.

მიწა, რომელზეც აეროდრომია გაშენებული ფართობით 404 ჰექტარია და ის NASA-ს მფლობელობაში დარჩება, ხოლო ყველა ნაგებობა და მათ შორის ადმინისტრაციული შენობაც Google-ის განკარგულებაში იქნება. ყველაზე დიდი ინტერესი ინტერნეტ საზოგადოებაში უზარმაზარმა ანგარებმა გამოწვია, რომელიც ასევე Google-ის მფლობელობაში გადავიდა და ჭორების თანახმად მათი საიდუმლო პროექტების განსახორციელებლად არის განკუთვნილი.

პირველი ანგარი სამიდან, რომელსაც Hangar One ქვია – 32 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე გიგანტური ნაგებობაა. ის 1933 წელს ააშენეს და ისტორიული მნიშვნელობის ძვირფასი ძეგლია, რომელშიც 30-იან წლებში განთავსებული იყო ერთ-ერთი უდიდესი დირიჟაბლი ავიამზიდი USS Akron.

Hangar-One-Moffett-Field-650x384

Google მზად არის ჩადოს სერიოზული თანხები ამ სამი ანგარის რესტავრაციაში, რომ ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. მხოლოდ პირველი ანგარის რემონტში კომპანია 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამის გარდა აეროდრომზე გაიხსნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ექსკურსიები გაიმართება ამ ადგილის ისტორით დაინტერესებული პირებისთვის.

“როგორც კი Hangar One-ის აღდგენა დასრულება, კომპანია Planetary Ventures დაიწყებს მის გამოყენებას, საკუთარი პროექტებისთვის, რომელიც კოსმოსური კვლევებს, ავიაცის, რობოტექნიკასა და სხვა სფეროებს ეხება. მეორე და მესამე ანგარების ამოქმედებაც რა თაქმა უნდა დაგეგმილია, ოღონდ ცოტა მოგვიანებით” – ნათქვამია Google-ის პრეს-რელიზში.

საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს და შესაძლოა ეს ანგარები Google-ის პროექტი X-ის განთავსების ადგილადაც იქცეს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ Google სან-ფრანცისკოს ყურეში რამდენიმე ბარჟაზე საიდუმლო პროექტით არის დაკავებული და ახლა უკვე ჩვენთვის უცნობი იქნება თუ რას გააკეთებს კომპანია ამ ანგარების კედლებს მიღმა მომავალი 60 წლის განმავლობაში.