Search

HGST Ultrastar He6 – პირველი ჰელიუმით სავსე მყარი დისკები

f774ca22df994f8da76224b746de3ec9

კომპანიამ HGST (Western Digital) წარმოადგნა Ultrastar He6, რომელიც არის პირველი მსოფლიოში ჰერმეტული მყარი დისკი, რომელიც ჰელიუმითაა ავსებული. რაში მდგომარეობს ჰელიუმის გამოყნების აზრი? ჰელიუმი 7-ჯერ უფრო მსუბუქია ჰაერზე და მისი გამოყენება ჰერმეტულ ზონაში საგრძნობლად ამცირებს ტურბულენტობას, რომელიც ფირფიტების სწრაფი ბრუნვით წარმოქმნება. ამით მცირდება ენერგიის მოხმარება და ტემპერატურა.

9435b7d9efe340b89934a5d99710891b

ტურბულენტობის შემცირებამ კომპანიას საშუალება მისცა გამოეყენებია 7 ფირფიტა ტრადიციულ 3,5 დიუმიან ფორმ-ფაქტორში, ასევე იზრდება სიჩქარე 177 მბ მბ/წმ წრფივი წაკითხვა/ჩაწერისას. ამის გარდა Ultrastar He6 წარმოადგენს მსოფლიოში პირველ მყარ დისკს, რომელიც სავესეა ჰელიუმით და ის პირველია 6 ტერაბაიტიანი მოცულობითაც. საცავის კონსტრუქია სიმძლავრის 50%-ით გაზრდასთან ერთად დისკების გაშვებისთვის საჭირო ენერგიის 23%-ით შემცირეაბას უზრუნველყოფს.

a52a6e4650254d31b4582ba82672595c

უმთავრესი მახასიათებლები:

  • ყველაზე დიდი მოცულობის მყარი დისკი ბაზარზე (6 ტერაბაიტი, 7 ფირფიტიანი კონსტრუქცია)
  • ენრეგიის მინიმალური მოხმარება ყველაზე კარგი მაჩენებლით ვატი/ტერაბაიტზე.
  • ჩაწერის საუკეთესო სიმჭირდოვე 3,5 დიუმინა ფორმ-ფაქტორში (50%-ით მეტი მოცულობა)
  • უფრო მსუბუქი ვიდრე ნებისმიერი სტანდარტული 3.5 დიუმიანი დისკი (50 გრამით უფრო მსუბუქი მიუხედავად დამატებული ორი ფირფიტისა
  • Среда применения:

მოხმარების გარემო:

  • მონაცემთა დამუშავების ცენტრები (დატაცენტრები) აქ ეს დისკები ერთადერთი ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილებაა.
  • მსხვილი ჰორიზონტალურად მასშტაბირებადი დატაცენტრები
  • კონტეინერული დატაცენტრები
  • სარკული დონეები მქონე მონაცემთა მასივები
  • საწარმოოები სადაც მონაცემთა სიმჭიდროვეს და მატარებლების მოცულობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

 

6 ტერაბაიტიანი ჰელიუმის დისკები გამოდის SATA ან SAS ინტერფეისით

 

დეტალური აღწერა

მოდელები:

SAS: HUS726060ALS640 / 0F18370, HUS726060ALS641 / 0F20577
SATA: HUS726060ALA640 / 0F18335, HUS726060ALA641 / 0F20572

ინტერფეისი: SAS 6Gb/s, SATA 6Gb/s
მოცულობა 6TB
სექტორის ზომა (ცვლადი, ბაიტი/სექტორი): 512 / 520 / 528 (SAS), 512n (SATA)
მონაცემთა მაქსიმალური სიმჭიდროვე (გიაგბაიტი/კვადრატულ დიუმზე): 544
ფორმ ფაქტორი: 3,5-დიუმიანი HDD

მწარმოებლურობა:

— ბუფერის ზომა (MB): 64
— შპინდელის ბრუნვის სიჩქარე (RPM):7200
— ინტერფეისის მაქსიმალური გამტარუნარიანობა (MB/წმ): 600
— წრფივი სიჩქარე (MB/წმ): 177
— ძიების დრო (წაკითხვა, მილიწამები): 8.5

საიმედოობა:

— შეცდომები (აღდგენის შესაძლებლობის გარეშე, битов при чтении): 1 – 10^15-დან
— MTBF (საშუალო დრო შეცდომებს შორის, საათებში): 2.0
— გადაწერის ციკლების რაოდენობა: 600 000
— გარანტი (წლებში): 5

ხმაურის დონე (ბელი): 2.0

კვება:

— მოთხოვნა: +5 VDC (±5%), +12VDC (±5%)
— საწყისი ენერგია(A, მაქსიმალური): 1,2 (+5V), 2,0 (+12V)
— წაკითხვა/ჩაწერა (ვტ. საშუალოდ): 8,8 (SAS), 7,3 (SATA)
— აქტიური მუშაობა (ვტ. საშუალოდ): 5.7 (SAS), 5.3 (SATA)
— მოლოდინის რეჟიმი (ვტ.): 4.1 (SAS), 3.7 (SATA)

ფიზური მონაცემები:

— Z-სიმაღლე (მმ): 26.1
— განზომილებები (სიგანე და სიღრმე, მმ): 101,6(±0,25)x147
— წონა (გრამი, მაქსიმალური): 640

გარემოს პირობების მოთხოვნები:

— გარემოს ტემპერატურა:  5º – 60ºC
— დარტყმის დონეები (სინუსოიდის ნახევარი): 70
— ვიბრაციები (5 – 500Hz): 0,67 (XYZ)

დიზაინი და კონსტრუქცია

როგორც ზევით აღვნიშნე, HGST-მ შექმნა პირველი ჰერმეტული დისკი, შევსებული ჰელიუმით, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა ენერგიის მოხმარების შემცირება, მეტი მოცულობის და საიმედოობის მიღწევა. დრაივის წინა ნაწილზე განთავსებულია სტიკერი დისკის შესახებ ინფორმაციით, სადაც პროდუქტის დასახელება, მოცულობა და HGST-ის ლოგოტიპია განთავსებული. რადგანაც დისკი ჰელიუმითაა სავსე, მისი აწყობა განსხვავებულია – დისკის კომპონენტები ერთიანადაა ჩმოსხმული, რომ ჰელიუმმა არ გაჟონოს.

Ultrasta He6 უფრო ჩუმია სხვა დისკებზე, რომლებიც ჩვეულებრივი ჰაერითაა სავსე, რაცა Ultrasta 7K4000-ის ხმაური 2,9 ბელია – He6-ის ხმა მხოლოდ 2 ბელს შეადგებს, ამის გარდა დისკი მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ენერგიას, ჩატარებული ტესტების შედეგებით ეს არის 5.56 ვატი, როცა ჰაერით სავსე დისკები 7.68 ვატია.

HGST Ultrastar He6 დისკები SAS და SATA ინტერფეისებით  მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოცულობის გარდის მიმართულებით და იდეალურია საწარმოებისთვის, რომლებსაც აქვთ მონაცემთა ზრდის ექპონენციალური მოთხოვნილებები, რადგანაც მათზე იგივე მოცულობაში 50%-ით მეტი მონაცემების შენახვაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ დისკები ჰერმეტულია მათზე გაგრილების თხევადი სისტემების გამოყენებაც უსაფრთხოა და ისინი გაცილებით ჩუმი და ენერგოეფექტურია, რითაც სისტემის ჯამური ენერგომოხმარება საგრძნობლად მცირდება.

პლუსები

  • მონაცემების შენახვის დიდი მოცულობა;
  • პრაქტიკულად გაზრდილი მწარმოებლურობა მიმდევრობით წაკითხვისას და ჩაწერისას;
  • დაბალი ენერგომოხმარება ტრადიციულ ჰარდ დისკებთან შედარებით;

მინუსები

  • ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ არ არის გამოცდილი;
  • მაღალი საწყისი ფასი, რომელიც 850 დოლარის ფარგლებშია ამ სტატიის დაწერის დროისთვის.

შეიძლება ეს დისკები კომპრომისს წარმოადგენს მწარმოებლურობაში ზოგიერთ სხვა დისკებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ძნელია არ გაუწიო ამისთანა პროდუქტს რეკომენდაცია მათთვის, რომელთათვის მნიშვნელოვანია მონაცემების დიდი მოცულობით შენახვა და ენერგოეფექტურობა.