IndieGoGo-ზე წინა კვირას განთავსდა Jolla-ს ინიციატივა Linux-ზე დაფუძნებული ტაბლეტის გამოცემისა. დაახლოებით ორ საათში მათ უკვე მიღწეული ჰქონდათ სასურველი მიზანი: დააგროვეს 385,000 დოლარი – ეს კი ნიშნავს რომ Jolla Tablet გამოვა! დედლაინამდე დარჩენილია 12 დღე. ამ დროისთვის ჩარიცხული თანხა შეადგენს 1,3 მილიონს: ორჯერ მეტს, ვიდრე მათი საწყისი მიზანი. მიუხედავად ამისა, ისინი არ სხედან ფეხი ფეხზე გადადებული. Jolla გამოდის ახალი მიზნებით.
მიზანი 1: 1,5 მილიონი დოლარი
1,5 მილიონამდე მიღწევის შემთხვევაში, Jolla დაამატებს მიკრო SD ბარათების მხარდაჭერას 128GB-მდე. ამ დროისათვის აქვს 32GB-ის მხარდაჭერა.
მიზანი 2: 1,75 მილიონი დოლარი
ამ შემთხვევაში Jolla-ს დეველოპერები დაამატებენ ეკრანის გაყოფის ფუნქციონალს Sailfish OS-ში. ეს ფუნქციონალი საშუალებას იძლევა ორი აპლიკაცია ერთდროულად გავუშვათ ეკრანზე გვერდიგვერდ.
მიზანი 3: 2,5 მილიონი დოლარი
მესამე და ამ დროისთვის ბოლო მიზანია ფიჭური სიახლეების დამატება მხარდამჭერებისთვის (საწყის ეტაპზე ევროპაში).

იმედია ვინმე შემოიტანს იოლას პროდუქციას საქართველოში რომელიმე ციფრული ელექტრო ტექნიკის მაღაზია მაინც