Apple -ის გენერალური დირექტორ ტიმ კუკის საჯარო აღიარებას თავის სექსუალურ ორიენტაციაზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა.
”მინდა მადლობა გადავუხადო მას იმის დემონსტრირებისთვის თუ რას ნიშნავს იყო რეალური, მამაცი და ჭეშმარიტი ლიდერი” – წერს ცუკერბერგი და ჩანაწერში Bloomberg Businessweek-ისთვის მიცემულ კუკის ინტერვიუს ბმულს ამატებს.
ა.შ.შ-ს დროით ხუთშაბათ დილას ტიმ კუკმა პირველად გაასაჯაროვა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. ჟურნალი Fortune -ის მონაცემებით ა.შ.შ – ის 500 უმსხვილესი კომპანიის ლიდერებს შორის კუკი ერთადერთია ვინც ხმამაღლა თქვა ,რომ ის გეია.
ამერიკის საფონდო ბირჟაზე კუკის ამ განცხადებას მშვიდად შეხვდნენ – მათი აზრით პირად ცხოვრებასა და Apple – ის გენერალური დირექტორის საქმიან თვისებებს შორის არ არის პირდაპირი კავშირი. თუმცა სააგენტო Reuters -ის თქმით ჯერ-ჯერობით უცნობია კუკის ეს განცხადება როგორ იმოქმედებს კონსერვატიულ ბაზარზე არსებულ ბიზნეს კომპანიებზე, როგორიცაა მაგ : რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის ნაწილი.
Facebook და პირადად ცუკერბერგი საჯაროდ უჭერს მხარს ლგბტ აქტივისტებს. გასული წლის ივლისში კი კომპანიის წამყვან თანამშრომლებთან ერთად მან პირველად მიიღო მონაწილეობა გეი აღლუმში, სან ფრანცისკოში. სოციალური ქსელის მომხმარებელს კი საშუალება აქვს თავის Facebook გვერდზე მიუთუთოს სექსუალური ორიენტაციისა თუ ერთსქესიან ქორწინებაში ყოფნის შესახებ. ამავე დროს თავად ცუკერბერგი თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონა პრისცილიო ჩანთან იმყოფება ტრადიციულ ქორწინებაში.