fe875273b06c4cc6b5fb2afc22a4607e

MB Chronowing-ის ოფიციალური ანონსისას Michael Bastian-მა და Hewlett-Packard-მა მხოლოდ წარმოადგინეს მათი ერთობლივი ჭკვიანი საათის სურათები. ახლა უკვე მათი შეფასება შეგიძლიათ ახალი ვიდეოს საშუალებითაც, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ რენდერია და რეალურ მოწყობილობას არ წარმოადგენს.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ გამოიყურება მოწყობილობა და როგორ არის განხორციელებული მისი ფუნქციონალი. გამოკვეთილია ისიც, რომ მოწყობილობა Android და iOS პლატფორმებზე იქნება მხარდაჭერილი და 7 დღე ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს. ის წყალგაუმტარი იქნება და კომპლექტში სამი განსხვავებული სამაჯური მოყვება.

http://vimeo.com/110785277

მიუხედავად იმისა, რომ მსა არა აქვს ფერადი ეკრანი და მისი მართვა მხოლოდ ღილაკებით ხორციელდება, მისი კლასიკური დიზაინიდან გამომდინარე მასზე დიიდ მოთხოვნა იქნება. გაყიდვაში ამ საათის ორი ვარიანტი შემოვა: ჩვეულებრივი 349$ და შეზღუდული 649$ ვერსია, რომელიც საფირონის ეკრანითა და ალიგატორის ტყავის სამაჯურით იქნება განსხავებული. სააათს პირველი მყიდველები უკვე 7 ნოემბერს მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.