როგორც ჩანს Microsoft არ აპირებს შეცდომის გამეორებსა და ოფიციალურად აცხადებს, რომ ყველა Nokia Lumia რომელიც Windows Phone 8-ზე მუშაობს განახლდება Windows 10-ის მობილურ ვერსიამდე მისი გამოსვლისათანავე. მომხმარებლების შეკითხვაზე კომპანიამ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა: “ჩვენ ვგეგმავთ ყველა Windows Phone 8 მოწყობილობების განახლებას Windows 10-ის მობილურ ვერსიამდე, როგორც კი ის მზად იქნება რელიზისათვის.” Microsoft-ის შემდეგი დიდი განახლება საოეპრაციო სისტემებში ჯერ კიდევ ადრეული შემუშავებს პროცეშია და კომპანია ჯერ-ჯერობით არ აქვეყნებს ინფორმაციას მისი გამოსვლის თარიღის შესახებ.
პირდაპირი დასტური ყველა ლუმიას მომხამრებლებისათვის სასუახრულოა და მომხმარებლები მართლაც კმაყოფილი არიან, რომ ისტორია არ განმეორდა. Microsoft-მა გააწბილა მისი ლოიალური Windows 7-ის მომხმარებლები და მავ ვერც Windows Phone 8 განახლება მიიღეს 2012 წლის დასაწყისში. ამის მიზეზად სახელდება სისტემის ბირთვის ძირეული ცვლილება, თუმცა ტექნიკურმა განმარტებამ წყენა მაინც ვერ გადაფარა. Windows Phone 8-სა და Windows 10-ს შორის ტექნიკური განსხვავებები არც ისე დიდია, როგორც ჩანს და ამის ფონზე ნამდვილად ლოგიკურია, რომ ყველა Lumia მიიღებს მომდევნო ვერსიამდე განახლებას.